ყველა დასაწყისი მარტივია. Das Goethe-Zertifikat A1: Start Deutsch 1.

გოეთეს ინსტიტუტის A1 დონის სასერთიფიკატო გამოცდა Start Deutsch 1 დოკუმენტალურად ადასტურებს თქვენი გერმანული ენის ელემენტარულ ცოდნას, რომელიც საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს ექვსსაფეხურიანი სკალის პირველ საფეხურს (A1) შეესაბამება.
 

გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში თქვენ ადასტურებთ, რომ შეგიძლიათ:

  • ყოველდღიურ სიტუაციებში მოკლე მარტივი კითხვების, მითითებების და ინფორმაციის, მათ შორის ავტომოპასუხის, აეროპორტებში და სადგურებში გამოცხადებული ინფორმაციის და მოკლე დიალოგების გაგება,
  • მოკლე ტექსტურ ინფორმაციებში, საინფორმაციო დაფებზე და აგრეთვე მცირე ზომის განცხადებებში თქვენთვის საჭირო ინფორმაციის ამოკითხვა და გაგება,
  • ციფრების, რაოდენობის, საქონლის საფასურის და დროის დასახელება და გაგება,
  • დამოუკიდებლად ანკეტის შევსება, რომელიც შეიცავს სტანდარტულ პირად ინფორმაციას,
  • მოკლე პირადი ინფორმაციის დაწერა,
  • საუბარში თავის წარდგენა და მარტივ პირად კითხვებზე პასუხის გაცემა,
  • ყოველდღიურ სიტუაციებში მარტივი კითხვების დასმა და დასმულ კითხვებზე რეაგირება.
დამატებითი ინფორმაცია და მასალები იხილეთ:
Goethe-Zertifikat A1: Start Deutsch 1

გერმანელი უმცირესობის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების რეგისტრაცია გამოცდისათვის წარმოებს ქ. თბილისში გერმანიის საელჩოში. ტელ: +995 32 435395 შემდეგ ...

 გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდა "Start Deutsch 1" სავალდებულოა გერმანიაში "Au-Pair" პროგრამით წამსვლელთათვის ებრაული წარმოშობის ემიგრანტთათვის და გერმანელზე დაქორწინებული, სხვა ეროვნების წარმომადგენელთათვის რომელთაც განზრახული აქვთ გერმანიაში ხანგრძლივი დროით გამგზავრება

გამოცდაზე დასარეგისტრირებლად მობრძანდით გოეთეს ინსტიტუტის ენის განყოფილებაში. მომლოდინეთა სიები აღარ შედგება. გამოცდა "Start Deutsch 1" ჩატარდება ჩვეულებრივ კვირაში ერთხელ. გამოცდის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და 24 კაცს არ აღემატება. გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში და დროულად დარეგისტრირდეთ

აგვისტოში (01.08. - 31.08.2016) რეგისტრაცია შეჩერებულია.
რეგისტრაცია განახლდება 05.09.2016 -დან.

გამოცდაზე თანხის შემოტანა (რეგისტრაცია) წარმოებს
 
ორშაბათს  10:00 - 12:30 საათამდე
სამშაბათს  10:00 - 12:30 საათამდე
ოთხშაბათს  10:00 - 12:30 საათამდე

გამოცდის საფასურია 200,- ლარი
რეგისტრაციაზე პასპორტის ან პირადობის მოწმობის (ID - ბარათი) წარდგენა აუცილებელია



საკონტაქტო პირი:

ქალბატონი თინათინ წერეთელი
Tinatin.Tsereteli@tbilissi.goethe.org
Tel.: +995 32 293 89 45
Fax: +995 32 293 45 68

ბმულები თემისათვის

Goethe-Zertifikat A1: Start Deutsch 1-ის შედეგები

აქ შეგიძლიათ თქვენი გამოცდის შედეგების ნახვა. შემდეგ ...

დამატებითი ინფორმაცია

კალენდარი
საფასური: 200,- ლარი
გოეთეს ინსტიტუტი
საფასური: 200,- ლარი
გოეთეს ინსტიტუტი
საფასური: 200,- ლარი
გოეთეს ინსტიტუტი
საფასური: 200,- ლარი
გოეთეს ინსტიტუტი

Mein Weg nach Deutschland

Do you have questions about living in Germany? In this section you can find direct answers to many questions on the themes covered under “Living in Germany”: such as Work, Shopping or Health.