მუსიკის ფესტივალი „პოდიუმი“: სემინარი ბაქოში

ესლინგენის „პოდიუმ“ ფესტივალი ერთერთი ყველაზე სამაგალითო პროექტია ახალგაზრდა კლასსიკური მუსიკის პრაქტიკაში. „პოდიუმის“ ფესტივალმა მენეჯმენტის ახალი მეთოდებითა და რეკლამებით, დაფინანსების მოხერხებული კონცეფციითა და ღონისძიებების ხარისხიანად დადგმის ოსტატობით ძალიან მოკლე დროში გაითქვა სახელი. გოეთეს ინსტიტუტი გერმანულ-აზერბაიჯანულ საზოგადოება „კაპელჰაუსთან“ და იაჰანგირ სელიმჰანოვთან ერთად 5 და 6 მარტს ბაქოში სემინარზე იწვევს „პოდიუმის“დირექტორ სტივენ ვალტერს. სემინარის მიზანია ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის გამოცდილებების გაზიარება და აზერბაიჯანში მსგავსი ფესტივალის მოწყობისათვის მზადება.
ბმულები თემისათვის

მუსიკა გერმანიაში

სტატიები და ბმულები შერჩეულ თემებზე

რეზიდენცია მუსიკოსთათვის

საერთაშორისო სტიპენდიები მუსიკოსთათვის გერმანიაში