კომბინირებული კურსები

დაინტერესებული ხართ გერმანულის შესწავლით და სიამოვნებით მუშაობთ ინტერნეტში? ჩვენი ინსტიტუტი გთავაზობთ თქვენთვის შესაფერის კომბინირებულ კურსებს.



რა არის კომბინირებული კურსი?


სწავლების ეს ახალი ფორმა წარმატებულად აერთიანებს დასწრებულ მეცადინეობასა და სწავლების ონლაინ ფაზებს.
  • დასწრებული მეცადინეობა: ჯგუფური გაკვეთილი გოეთეს ინსტიტუტის მაღალკვალიფიციურ პედაგოგთან ერთად
  • სწავლების ონლაინ ფაზა: ჯგუფური სწავლა ვირტუალურ საკლასო ოთახში პლატფორმა Moodle–ზე
  • სტუდენტი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ინდივიდუალურად ირჩევს ონლაინ გაკვეთილების დამუშავების დროსა და ტემპს
  • პედაგოგი ონლაინ რეჟიმში ინდივიდუალურად სცემს სტუდენტის შეკითხვებს პასუხს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით კონსულტაციას უწევს მას
რა უპირატესობა გაქვთ თქვენ?
  • სწავლების თანამედროვე მეთოდები
  • დროისა და ადგილისაგან დამოუკიდებლად ცოდნის გაღრმავების საშუალება
  • ინდივიდუალური და ჯგუფური ონლაინ–კონსულტაცია ტუტორთან
  • სტუდენტებთან ურთიერთობის საშუალება დასწრებული გაკვეთილის მიღმა
რა სიახლეებია ვირტუალურ "საკლასო ოთახში"?
  • ინტერაქტიული გაკვეთილი (ფორუმი, ვიკი, ჩეთი, ვიდეო და აუდიო მონაცემთა ბაზა, ლექსიკონი, კენჭისყრა, თვით– და ურთიერთშეფასება, უახლესი ონლაინ სავარჯიშოები, ონლაინ ტესტები)
რა მოთხოვნებია კომბინირებულ კურსებზე?
  • ინტერნეტი, ელექტრონული ფოსტა
შეკითხვებისათვის მიმართეთ ჩვენს ენის განყოფილებას.

    თემა :

    კალენდარი
    09.30 - 12.15 საათი
    30.04.2014-23.07.2014
    370 ლარი
    15.30 - 18.15 Uhr
    29.04.2014-22.07.2014
    370 ლარი
    18.30 - 21.15 საათი
    30.04.2014-23.07.2014
    370 ლარი
    18.30 - 21.15 საათი
    28.04.2014-21.07.2014
    370 ლარი
    18.30 - 21.15 Uhr
    28.04.2014-21.07.2014
    370 ლარი