
გამომცემლებსა და მთარგმნელებს ვთავაზობთ ღონისძიებებს, დარგობრივ ინფორმაციასა და ურთიერთთანამშრომლობით შექმნილ პროექტებს.ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან ინფორმაციისა და ლიტერატურის გავრცელების სფეროში, რათა ხელი შევუწყოთ პროფესიულ დიალოგს.
საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვაწყობთ კონფერენციებს, სასწავლო და გაცვლით პროგრამებს საგამომცემლო სფეროში როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ გამომცემლობებთან, ბიბლიოთეკებთან, სამინისტროებთან, გაერთიანებებთან, სასწავლო და სხვა დაწესებულებებთან ერთად.
საკონტაქტო პირი თბილისის გოეთეს ინსტიტუტში:
ბარბარა ვატენდორფი,
ინფორმაციისა და ბიბლიოთეკის განყოფილების ხელმძღვანელი
ტელ.: +995 32 938945
ფაქსი: +995 32 934568
lib@tbilissi.goethe.org
დამოუკიებელი გამომცემლობები
ასეთი გამომცემლობები აღმოაჩენენ ხოლმე და ხელს უწყობენ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს. მათ უცნობი ლიტერატურის და ლოკალურად აღმოცენებული ან სუბკულტურული ლიტარატურული პროგრამების თარგმნაშიც დიდი წვლილი მიუძღვით. ამ გამომცემლობების არსებობა ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იტყვიან ისინი მოგებაზე უარს ან რამდენად გაუწევენ საკუთარ თავს ექსპლუატაციას. მიუხედავად ამისა, გერმანიაში დაახლოებით ბოლო 30 წლის განმავლობაში მრავალფეროვანი საგამომცემლო სცენა ჩამოყალიბდა, რომელმაც გერმანიის ლიტერატურულ და კულურულ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. წარმოგიდგენთ რამოდენიმე პატარა, დამოუკიდებელ გამომცემლობას.
Zum Dossier









