აბჟანდაძე, ირინა

ირინა აბჟანდაძე მსხვერპლი, 2003
ბიოგრაფია

ირინა აბჟანდაძის ფოტოსერია `მსხვერპლი~ 2000-2003 წლებში შეიქმნა. სერიის კონცეფციას რეალური ამბავი უდევს საფუძვლად, რომელიც უშუალოდ ავტორს უკავშირდება და ამავე დროს, საქართველოს უახლესი ისტორიის ნაწილსაც წარმოადგენს. 1998 წელს ირინა აბჟანდაძეს ახლო მეგობარი მოუკლეს. 18 წლის უდანაშაულო გოგონას მკვლელობა არ იქნა გამოიძებული და შესაბამისად, არც მისი მკვლელები დაუსჯიათ. ამ ტრაგედიის შემდეგ ავტორს არსებულ უსამართლობასა და გულგრილობაზე საშინელი პროტესტის განცდა დაეუფლა და სურვილი გაუჩნდა, თავისებური ქმედებით საზოგადოების რეაქცია გამოეწვია. ხელოვანმა ისეთი ოჯახების ძებნა დაიწყო, რომლებსაც მსგავსი უბედურება შეემთხვათ. ირინა აბჟანდაძემ 25 ოჯახი შეარჩია, სადაც უდანაშაულო ახალგაზრდა ადამიანი იყო მოკლული. არც ერთი მათგანი არ ეწეოდა რაიმე სახის პოლიტიკურ მოღვაწეობას. მათი მკვლელობა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ იმ დროისათვის გამოძიებული არ ყოფილა. ხელოვანის ურთიერთობა გარდაცვლილთა ახლობლებთან იოლი არ იყო, თუმცა ავტორის გულწრფელი დამოკიდებულება და საერთო ტრაგედია ურთიერთნდობას აღძრავდა. შემდეგ ...