ხელოვანები

ხელოვანები

რუსი, უკრაინელი, ბელორუსი, ქართველი, ყაზახი, ყირგიზი, უზბეკი და გერმანელი ხელოვანის თექვსმეტი ფოტო და ვიდეონამუშევარი 1989 წლის, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მომხდარ ცვლილებებს ასახავს. გამოფენაზე განსაკუთრებული ყურადღება ხელოვანთა მიერ აღქმულ ”ცვალებად” დროს და ამ რთულ თემასთან ემპირიულ სიახლოვეს ეთმობა.

ხელოვანთა განცხადებების უმრავლესობა, ხშირად მწარე, მაგრამ იმავდროულად ირონიული სინამდვილე, მნახველს საკუთარი მდგომარეობის რეალურად აღქმისკენ, შიშსა თუ პრობლემებზე მსჯელობისაკენ უბიძგებს. გამოფენის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ესაა - ის საზოგადოებისგან მეტ გამბედაობას ითხოვს.