კუპრიანოვ, ვლადიმირ

ვლადიმირ კუპრიანოვ იულია, 2007–2009
ბიოგრაფია

ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ ოცი წელი გავიდა, და აი, როგორც იქნა, საბჭოთა ცივილიზაციას დღევანდელ რეალობასთან საერთო აღარაფერი აქვს. ცხადია, ჯერ კიდევ ყველაფერს მისი კვალი ატყვია, აღმოსავლეთ გერმანიაში -ნაკლებად, უფრო მეტად - ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ან რუსეთის პროვინციაში. მაგრამ საზოგადოდ უნდა ვაღიაროთ, რომ ის უკვე ისტორიის კუთვნილებად იქცა და თანამედროვე კულტურაშიც სწორედ ეს როლი აქვს მიჩნეული. მას კვლავ ძალიან ემოციურად განიხილავენ: ვისაც ამ ცივილიზაციაში უცხოვრია, ან ისევ მისკენ მიისწრაფვის, ან მისი ყოველი გამოვლინება სძულს. ეს უკანასკნელნი ნაკლებად გვხვდებიან: ადამიანებს ხომ თავიანთი ახალგაზრდობისა და გარემოს გაიდეალება სჩვევიათ. მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარი შეფასებები ნამდვილი გაანალიზების, სერიოზული ფიქრისა და ისტორიული მიდგომის საშუალებას არ იძლევა. ეს მხოლოდ მეცნიერების და ხელოვანების ხვედრია. მეცნიერებას ფაქტების მოსაგროვებლად დრო სჭირდება, ხელოვანი კი თავის თეორიას ცალკეული ამბებით და გაბნეული ვიზუალური ნიშნებით აწყობს. ვლადიმირ კუპრიანოვი ამას ოსტატურად ახერხებს. შემდეგ ...