ვიქტორ მარუშჩენკო Dreamland Donbass, 2002–2003
ბიოგრაფიავიქტორ მარუშჩენკოს ფოტოსერია ”Dreamland Donbass” 2002-2003 წლებში შეიქმნა. ის იღებდა აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე არალეგალურ მაღაროში, ინდუსტრიულ მხარეში დონბასში, რომელიც ქვეყნის ყველაზე დასახლებული რეგიონია. ისევე როგორც საუკუნეების წინ, ის დღესაც უზარმაზარი წარმოების ადგილად ითვლება. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო ქვანახშირის მოპოვებაა. დონბასის რეგიონალური მითოლოგიის მთავარი ფიგურა მაღაროელია - უშიშარი გმირი, რომელიც ყოველდღე სიკვდილს ეთამაშება. რომანტიკული აურა და მითი, რომელიც მის სამუშაოს ახლავს თან, უკრაინაში ყველაზე სახიფათო პროფესიის სიმბოლური გამართლებაა.
შემდეგ ...