კოკა რამიშვილი იმ ხელოვანთა რიცხვს ეკუთვნის, ვინც 1990-იანი წლების შემდეგ საქართველო რამდენჯერმე დატოვა და ცხოვრების გარკვეული პერიოდები უცხოეთში გაატარა. მიუხედავად ამისა, მის შემოქმედებაში არსებითი ადგილი უკავია სწორედ პოსტ-საბჭოთა თემასა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ პრობლემატიკას _ პოლიტიკურ ცვლილებებს, იდენტურობის საკითხებსა თუ საქართველოში განვითარებულ კატაკლიზმებს, რომელთა ნაწილი მის თვალწინ განვითარდა (ფოტოსერია `ომი ჩემი ფანჯრიდან~, 1991-1992 წწ.; ვიდეო ‘Pronostic Eventuell’, 1998 წ. და სხვ.).
2005 წელს შექმნილი ვიდეო ‘Change’ კოკა რამიშვილის ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარია ახალი დროის `ცვალებადი სამყაროს~ შესახებ. ყურადსაღებია სამი ნაწილისგან შემდგარი ნაწარმოების `დრამატურგია~, სადაც ორი ნაწილი დოკუმენტურ ტელეკადრებს წარმოადგენს, რომლებიც 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში `ვარდების რევოლუციის~ კულმინაციურ მომენტს _ ხელისუფლების ცვლას ასახავს. შემდეგ ...