1989–2009: ცვალებადი სამყარო–დროის ანარეკლი
იულე როიტერ, კურატორი
ბერლინის კედლის დაცემიდან ოცი წლის შემდეგ კვლავ 1989 წელს დავუბრუნდით. ის კვლავ აქაა - უამრავ სატელევიზიო გადაცემაში, 9 ნოემბრის ამსახველ სურათებში, მშვიდობიანი რევოლუციისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ განცხადებებში. მოგონების ყველა ეს რიტუალიზირებული ფორმა უდავოდ მნიშვნელოვანია წარსულის შესახებ კოლექტიური ცოდნის აქტუალიზაციისათვის, მაგრამ გარდა იმისა, რომ ეპოქის დოკუმენტებს მივმართავთ, რომელთა გააზრებაც დიდ დროს მოითხოვს, აუცილებელია სხვა, ზოგჯერ მოულოდნელი თვალსაზრისების ანალიზიც. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მოცემული გამოფენა, რომელიც ყურადრებას ამახვილებს იმ პროცესებზე, რომლებიც არა მარტო გერმანიაში, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებშიც ვითარდებოდა.
შემდეგ ...