ომისშემდგომი პერიოდის კულტურისა და ესთეტიკის არც ერთ სფეროში არ მომხდარა ისეთი რევოლუციური ცვლილებები, როგორიც საბავშვო და ახალგაზრდულ მედიებში (იგულისხმება წიგნი, ჟურნალი, გაზეთი, ტელევიზორი, ვიდეო, კომპიუტერი და სხვ.): დაწყებული რამდენიმე დასურათებული საბავშვო წიგნით, რომელიც მე-19 საუკუნის დროინდელ ილუსტრაციებზე იყო ორიენტირებული, დამთავრებული ილუსტრირებული მედიების დღევანდელი მოზღვავებით, რომელთა შორის წიგნს უკვე დაქვემდებარებული ადგილი უკავია.
ამ დოსიეში განიხილება საბავშვო ილუსტრაციების ენის განვითარების ძირითადი ტენდენციები. ამასთან ერთად თვალს გადავავლებთ ილუსტრაციების ენის განვითარებას ნაცისტური დიქტატურის დამთავრების დროიდან დღემდე, შევეცდებით გავარკვიოთ, თუ რა ამოცანები უნდა დაისახოს კარგად დასურათებულმა საბავშვო წიგნმა და გაგაცნობთ გამოფენას სახელწოდებით «თანამედროვე წიგნის ილუსტრაციები გერმანიაში», რომელსაც გოეთეს ინსტიტუტი წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.