ინფორმატიკა

გამოგონებები: ინფორმატიკა

  • გამოგონებები: ინფორმატიკა// ფოტო: © jim / fotolia.com გამოგონებები: ინფორმატიკა// ფოტო: © jim / fotolia.com
    კონრად ცუზე (Konrad Zuse) 1910–1995, ინჟინერ-მშენებლი, გამომგონებელი და მეწარმე


    „ზედმეტად ზარმაცი ვიყავი იმისთვის, რომ მეანგარიშა“


    ქაღალდი, ფანქარი, სააგარიშო შიმშა - 1930-იან წლებში ინჟინერ-მშენებლებს მთელი დღის მანძილზე კომპლექსური და ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული გამოთვლების კეთება უწევთ. კონრად ცუზე ფიქრობს, რომ ამ ერთფეროვანი და მოსაწყენი სამუშაოს შესრულება მანქანას უკეთესად შეუძლია. 1941 წელს იგი ქმნის Z3-ს - მსოფლიოში პირველ ფუნქციონირებად კომპიუტერს.
    Foto: © jim / fotolia.com

    გამოგონებები: ინფორმატიკა// ფოტო: © jim / fotolia.com


    უფრო საიმედოდ ღრუბელში

    „ღრუბლოვანი გამოთვლები“ (‘Cloud Computing) საინფორმაციო ტექნოლოგიებს უფრო იაფსა და მარტივს ხდის. „ღრუბელში“ იმდენი წარმადობის, მეხსიერების მოცულობისა და პროგრამული უზრუნველყოფის დაქირავება შეგიძლია, რამდენსაც მოისურვებ. თუმცა, მრავალი კერძო პირი და კომპანიაც სკეპტიკურადაა განწყობილი: მათ თავისი მონაცემების უსაფრთხოება ადარდებთ. ამიტომაც უწყობს ხელს გერმანიის ეკონომიკისა და ტექნოლოგიის სამინისტრო სხვადასხვა კვლევით პროგრამას, რომელთა მიზანია ‘Cloud Computing’-ის საიმედოობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება.

    ფრაუნჰოფერის საზოგადოების მკვლევარები მუშაობენ უსაფრთხო „ინდუსტრიულ მონაცემთა სივრცის“ („Industrial Data Space“) კონცეფციაზე. სამომავლოდ, მონაცემთა ამ ღია სივრცეში კომპანიებს შეეძლებათ დარგების მიხედვით ერთ ქსელში გაერთიანება ისე, რომ საკუთარ მონაცემებზე კონტროლი არ დაკარგონ.


    „Cloud Security Lab“ მონაცემთა უფრო მეტ უსაფრთხოებას გვთავაზობს

      ბარათის გარეშე ვერაფერს გავხდებით

      საკრედიტო ბარათები, საბანკო ბარათები, სადაზღვევო ბარათები, კლიენტის ბარათები - ჩიპიანი ბარათების გარეშე დღეს ცხოვრება წარმოუდგენლად გვეჩვენება. პირველი, ვისაც აზრად მოსდის, ინფორმაციის ბარათებზე დამახსოვრება, გახლავთ რადიომექანიკოსი იურგენ დეთლოფი (Jürgen Dethloff).

      1969 წელს იგი აპატენტებს ინტეგრირებულ მიკროსქემიან პლასტიკურ ბარათს. 1977 წელს მას მოსდევს მიკროპროცესორიანი ბარათი, რომელსაც დღეს ვიყენებთ. პირველი ჩიპიანი ბარათები ბაზარზე სატელეფონო ბარათების სახით ჩნდება, 1990-იანების ბოლოს მას მოსდევს საბანკო ბარათები, რომელთა გამოყენება მსოფლიოს მრავალ მაღაზიაშია შესაძლებელია. პარალელურად, ციცქნა მიკროპროცესორები სულ უფრო მეტი მონაცემის შენახვის და დამუშავების უნარს იძენს, ჩიპიანი ბარათები მინიკომპიუტერებად იქცევა.


      ნებისმიერ ადამიანი დღეს საფულით ერთზე მეტ ჩიპიან ბარათს დაატარებს

        კომპიუტერის დაბადება

        მსოფლიოში პირველი კომპიუტერი ცუზების ოჯახში დგას ბერლინში. კონრადს ახალი დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით, როდესაც 1935 წელს მუშაობას იწყებს დაპროგრამებად გამომთვლელ მანქანაზე. Z1 ორადგლიანი საწოლის ხელაა და არასაიმედო: მექანიკური ჩამრთველი მექანიზმი მუდმივად იჭედება. ამიტომაც მომდევნო მოდელზე ცუზე მას რელეთი - ელექტრომაგნიტური ამომრთველით ანაცვლებს.

        მაგრამ მხოლოდ მესამე ვერსია - Z3 მუშაობს მართლაც გამართულად და, ამგვარად, მსოფლიოში პირველ პროგრამირებად გამომთვლელს წარმოადგენს. უკვე 1949 წელს კონრად ცუზე აფუძნებს პირველ კომპიუტერულ ფირმას „ცუზე კგ““ (‘Zuse KG’), რომელსაც, სამწუხაროდ, ეკონომიკური წარმატება არ მოაქვს.


        კონრად ცუზე მსოფლიოში პირველი პროგრამირებადი გამომთვლელის - Z3-ის ნიმუშის მიხედვით შექმნილი დანადგარის წინ

          წერტილები და ხაზები

          ჯერ კიდევ 1920-იან წლებში, ელექტროტექნიკოსსა და ხელმარჯვე ოსტატ რუდოლფ ჰელს (Rudolf Hell) ებადება იდეა, ტექსტები და გამოსახულებები წერტილებად და ხაზებად დაშალოს და, ამგვარად, ელქტრონულად გადაცემადი გახადოს. 1929 წელს ბერლინის მახლობლად თავის საწარმოში იგი აწყობს პირველ ფაქსიმილურ ტელეპრინტერს - ‘Hellschreiber’. დღემდე ფაქსის აპარატები ამავე პრინციპით მუშაობს.

          1958 წელს ჰელი იწყებს ფერად სკანერზე მუშაობას, რომელსაც შეუძლია გამოსახულების კოპირება და გაციფრულება. იმდროინდელი სკანერი უზარმაზარი დანადგარია. მობილური იგი ბაზარზე ხელის სკანერების გამოჩენის შემდეგ ხდება.

          სიცოცხლის მანძილზე ჰელი ჯამში 127 გამოგონებას აპატენტებს. მისი მიზანია: პროგრესი და პრაქტიკული მოხმარება.


          „Hellschreiber“ - ფაქსის აპარატის წინაპარი

          სკანერები ანალოგურ მონაცემებს ციფრულად გამოყენებადს ხდის

            ინდუსტრია 4.0.

            შრომის სამყარომ სამი რევოლუციური ცვლილება განიცადა: ორთქლის მანქანა, კონვეიერი, საინფორმაციო ტექნოლოგიები. ახლა მეოთხეს წინაშე ვდგავართ. ინდუსტრია 4.0.-ის ხედვა ჭკვიანი ფაბრიკაა: მანქანა-დანადგარები, ნაწარმი და სატრანსპორტო საშუალებები ერთმანეთთან და ინტერნეტთან ერთ ქსელშია ჩაბმული სენსორების, ამძრავი ელემენტების და ციცქნა გამომთვლელების მეშვეობით, რაც ინფორმაციის მუდმივად გაცვლის შესაძლებლობას იძლევა. წარმოება და ლოგისტიკა უფრო ოპტიმალური ხდება, პროდუქტი ინდივიდუალურად კლიენტის სურვილებზეა მორგებული. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მანქანათმშენებლები, საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტები და ლოგისტიკის სპეციალისტები დისციპლინათშორის თანამშრომლობას ეწევიან.

            გადასვლა ვიდეოზე: ‘მომვალის ფაბრიკა - ინდუსტია 4.0.“


            მომავლის ფაბრიკაში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული ერთ ქსელში

              3D სათვალის გარეშე

              3D- ტექნიკა ფილმის სრულიად ახლებურ აღქმას უზრუნველყოფს. უწინ მაყურებელს სპეციალური სათვალე უნდა მოერგო, ვინაიდან სივრცის შეგრძნება ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მარჯვენა და მარცხენა თვალი განსხვავებულ პერსპექტივას აღიქვამს. მართალია, ახალი ტელევიზორები 3D-პროექციას შესაძლებელს ხდის უსათვალოდ, მაგრამ გარჩევადობა დაბალია, ვინაიდან ეკრანმა რამდენიმე, პერსპექტივის თვალსაზრისით წანაცვლებული ხედი ერთდროულად უნდა გვიჩვენოს.

              ამ პრობლემის მოსაგვარებლად, გამოსახულების დამუშავების ახალ მეთოდებზე ბერლინელთა ერთი ჯგუფი მუშაობს. სენსორულმა ტექნიკამ უნდა მოიცვას მაცქერალთა პოზიცია, პროგრამულმა უზრუნველყოფამ კი იმავდროულად უნდა იზრუნოს, რომ თითოეულ მაყურებელს უნაკლო 3D- გამოსახულება ჰქონდეს თვალწინ, მაშინაც კი, თუ ის თავად მოძრაობს.


              3D: მაყურებელს ეუფლება გრძნობა, თითქოს თავად იყოს მოქმედების მონაწილე