ნიურნბერგის რეკომენდაციები ადრეულ ასაკში უცხოური ენის შესწავლის შესახებ

imageDes!gn, Astrid Sitz
გოეთეს ინსტიტუტის მიერ 1996 წელს გამოქვეყნებული ნიურნბერგის რეკომენდაციები ადრეულ ასაკში უცხოური ენის შესწავლის შესახებ 22 ქვეყნის ექსპერტების მიერ შემუშავდა. ეს რეკომენდაციები მიზნად ისახავს, ადრეულ ასაკში უცხოური ენის შესწავლას საგანმანათლებლო ინსტიტუტების მიერ სასწავლო გეგმების შედგენას მაქსიმალურად განზოგადებული საფუძვლები შეუქმნას.

ამ რეკომენდაციების შექმნიდან უკვე ათწლეულზე მეტი გავიდა, მაგრამ მათ თავიანთი აქტუალურობა და მნიშვნელობა არ დაუკარგავთ. მიუხედავად ამისა, სასწავლო გეგმების შედგენისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული არაერთი ისეთი ფაქტორი, როგორიცაა ამ პერიოდის მანძილზე მომხდარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიური და სოციალური ცვლილებები, ტექნიკური პროგრესი, რამაც ბავშვებში ახალი მოლოდინები, გამოცდილებები და სურვილები გააჩინა. ეს ყველაფერი ადრეულ ასაკში უცხოური ენის შესწავლის პროცესზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ამავე დროს ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლის დაწყებისას ყურადღება უნდა მიექცეს უახლეს მეცნიერულ მიდგომებს, რომლებიც სწავლის ფსიქოლოგიაში ბავშვების ქცევას უკავშირდება.

წინამდებარე ნიურნბერგის რეკომენდაციები უახლესი ხედვით კომპლექსურად აღწერს ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლის სტრუქტურას  ოთხიდან ათ წლამდე ბავშვების პოტენციალებისა და მოთხოვნილებების გათვლისწინებით. ამავდროულად ეს დოკუმენტი ადრეულ ასაკში უცხოური ენის შესწავლას განიხილავს არა ერთი რომელიმე კონკრეტული საგანმანათლებლო სისტემის ანდა კონკრეტული ინსტიტუციის პერსპექტივიდან, არამედ ცდილობს შეძლებისდაგვარად უნივერსალური ხედვა შემოგვთავაზოს.

რეკომენდაციები გამიზნულია ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისათვის, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღები პირების, სკოლის დირექტორების, ტრენერების, დამწყები და გამოცდილი მასწავლებლების, აღმზრდელებისა და სტუდენტებისათვის. ამას გარდა ნიურნბერგის რეკომენდაციები საინტერესო იქნება მშობლებისა და ზოგადად ბავშვის უშუალო გარემოში მოქმედი სხვა აქტიორებისათვისაც, რომლებიც ბავშვების განათლების პროცესში, მართალია, უშუალოდ არ მონაწილეობენ, მაგრამ გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენენ ბავშვის გნვითარებაზე.

უცხოური ენის ადრეულ ასაკში სწავლა

მასალები და რჩევები ასწავლებლებისათვის