ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლებისათვის შესაფერისი თემები

თემატური და ენობრივი სასწავლო თემების შერჩევა ბავშვის ინტერესებიდან და მისი სწავლის ფსიქოლოგიის განვითარებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. თემები უნდა აკმაყოფილებდეს და ამრავალფეროვნებდეს ბავშვის ინტერესებს და მის გრძნობებს, უნდა ავითარებდეს ბავშვის მონდომებას, ფანტაზიასა და კრეატიულობას და სიამოვნებას ანიწებდეს მას.შემდეგ ...
რეკომენდაცია:

ქვემოთ ჩამოთვლილი თემები საფუძვლად უდევს ადრეულ ასაკში ენის სწავლებას, ამ თემებთან ერთად ხდება შესაბამისი ლექსიკის მიწოდებაც. ჩამოთვლილი თემები ინტეგრირებულ უნდა იქნას კომუნიკაციურ კონტექსტში.

თემები და სიტუაციები
  • ყოველდღიურობა და ბავშვების კულტურა:
    ბავშვი სხვადასხვა კონტექსტში, მაგ.: მე და ჩემი ოჯახი/მეგობრები, საბავშვო ბაღი/სკოლა, თამაში, ჰობი, სპორტი, ცხოველები, მოგზაურობა, წელიწადის დროები/ამინდი, ჭამა, სმა, სხეული/ჯანმრთელობა, ჩაცმულობა, ადათ-წესები, გარემოს დაცვა/ეფექტური კონტაქტი გაერმოსთან და ა.შ.
  • საგნობრივი ასპექტები:
    ზემოთ ჩამოთვლილი თემების ფარგლებში ბავშვები იძენენ გამოცდილებას და ცოდნას ადამიანებისა და გარემოს შესახებ.
  • ინტერკულტურულ-ქვეყანათმცოდნეობითი ასპექტები:
    უცხო ქვეყნის ყოველდღიურობის / ადათ-წესების შესახებ ინფორმაციის მიღება მაგალითების საშუალებით და მათი დაკავშირება საკუთარ, ნაცნობ გარემოსთან.
ლექსიკა
  • ზემოთ ჩამოთვლილი თემებისა და სიტუაციების ფარგლებში ბავშვებს მათთვის შესაფერისად უნდა მიეწოდოთ ლექსიკა, შემდგარი  შეძლებსიდაგვარად ყველა მეტყველების ნაწილისგან.
გამოთქმის სავარჯიშო თემებისა და ენობრივი სტრუქტურების შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი ასპექტები:

გამოთქმა
  • კორექტულ გამოთქმასა და ინტონაციას თავიდანვე უნდა მიექცეს ყურადღება.
  • ბავშვმა უნდა გაითავისოს მშობლიურ და უცხო ენას შორის განსხვავება.
  • გამოთქმაზე ვარჯისისას გამოყნებულ უნდა იყოს არა მარტო მოსასმენი არამედ სასაუბრო მასალაც.
ენობრივი სტრუქტურები და ენის გამოყენება
  • კომუნიკაციის მცდელობის განხორციელება უნდა მოხდეს ძირითადად მარტივი სინტაქსური სტრუქტურებით (უპირველეს ყოვლისა მთავარი წინადადებებით), განსაკუთრებით კი როცა საქმე გვაქვს ზეპირი კომუნიკაციისას პროდუქტიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასთან. ტექსტების დამუშავებისას (მოსასმენი და წასაკითხი ტექსტები) შეიძლება გამოყენებულ იქნას რთული ენობრივი სტრუქტურები, რათა მოხდეს ენის ცოდნის რეცეპტიული გავრცობა.
  • ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლისას გარკვეული რაოდენობით ენის გრამატიკული წესებისა და კანონზომიერების  გამოყენება უზრუნველყოფს სწავლის გამჭვირვალე პროცესს და ქმნის სამომავლოდ ენის რეფლექსიის ფუნდამენტს. ზემოთ აღნიშნული გაკვეთილის ფორმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს სუფთა გრამატიკულ გაკვეთილად, არამედ იგი უნდა ემყარებოდეს კომუნაკიტურ და შინაარსობრივ ასპექტებს. მექანიუკრი სავარჯიშოები, გრამატიკული წესების დედუქციური შესავალი და მეტაენობრივი ცნებების გამოყენება სრულიად შეუფერებელია ოთხიდან ათ წლამდე ბავშვების კოგნიტიური განვითარებისათვის და მას ჩვენ არ მივყვარათ დასახულ მიზნამდე, კერძოდ კი ენის კომუნიკატიურ გამოყენებამდე.
ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლების რელევანტურ თემებს მიეკუთვნება არაენობრივი და პარაენობრივი საშუალებები, როგორც პირდაპირი კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილი

კომუნიკაციის ნონვერბალური საშუალებები
  • კომუნიკაციურ საშუალებებს უნდა ახლდეს პრაქტიკული ქმედებები (როგორიცაა რაიმეზე მითითება, ამა თუ იმ მოქმედების გამეორება და ა.შ) და ასევე სხეულის ენის პარაენობრივი საშუალებები (ჟესტიკა, მიმიკა, მიხვრა-მოხვრა, კონტაქტი თვალებითა და სხეულით და ა.შ.). პარაენობრივ საშუალებებს, რომლებიც მჭიდრო კავშირშია კულტურასთან, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია კომუნიკაციის წარმატებით ან ასევე წარუმატებლად განხორციელებაში.

უცხოური ენის ადრეულ ასაკში სწავლა

მასალები და რჩევები ასწავლებლებისათვის