ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლების გარემო პირობები

ბავშვის მიერ უცხოური ენის შესწავლა კომპლექსურ გარემოპირობებში მრავალი ფაქტორის ზემოქმედებით მიმდინარეობს. ამ გარემო პირობებსა და ფაქტორებს მიეკუთვნება არა მხოლოდ მშობლები და ოჯახი, აღმზრდელები და მასწავლებლები, რომლებიც ბავშვის უშუალო გარემოს ქმნიან. მრავალ ფაქტორს ბავშვი უშუალოდ ვერ აღიქვამს. ასეთია მაგალითად სკოლის ხელმძღვანელობა, დაწესებულებები და სხვადასხვა ტიპის სპეციალიზირებული გაერთიანებები და ასოციაციები.

სასწავლო გეგმები, რომლებიც საბავშვო ბაღიდან მოყოლებული განსაზღვრავს ყველა საფეხურის მიზანს, კომპეტენციების პროფილებსა და სასწავლო შინაარსებს, სწავლის პროცესზე უდიდეს გავლენას ახდენს. სასწავლო პროცესის წამატებულობას სასწავლო მეთოდები და მედიების გამოყენებაც განაპირობებს. თანამდევი პროცესია სხვადასხვა ტიპის ტექსტებისა და ევალუაციების ჩატარებაც.

გარემო პირობებისა და ფაქტორების კომპლექსური ბადე, რომელშიც ბავშვი მთელი სწავლის პროცესის მანძილზე იმყოფება, უცხოური ენის სწავლაზეც დიდ, კომპლექსურ გავლენას ახდენს. ამ პროცესის შუაში კი დგას ბავშვი, რომელიც თავის მხრივ საკუთარი ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად დგამს ნაბიჯებს უცხოური ენის შესწავლის პროცესში.
Nürnberger Empfehlungen zum frühen Fremdsprachenlernen

    უცხოური ენის ადრეულ ასაკში სწავლა

    მასალები და რჩევები ასწავლებლებისათვის