ენის ათვისების ფსიქოლოგიური ასპექტები

ადამიანი ჯერ კიდევ დაბადებამდეა ენაზე ორიენტირებული. ახალშობილი ინტუიციურად გადაერთვება მისი გარემოს ენობრივ მელოდიაზე და ეთვისება მას. ჩვილების მიერ ბგერათშეთანხმებების გამეორების და იმიტაციის მცდელობები უკვე კომუნიკაციის აქტებს წარმოადგენს.

მხოლოდ ორი წლიდან იწყებს ბავშვი გააზრებულად ენის ათვისებას. ენა და აზროვნება ერთმანეთს უკავშირდება. ბავშვი ყველაზე კარგად თამაშის ფორმით ახერხებს გარესამყაროსთან კონტაქტის დამყარებას და მუდმივად ამ ფორმით ერთვება სოციალურ ინტერაქციაში. მისთვის ნელ-ნელა ყალიბდება სამყაროს ერთიანი სურათი და სწორედ ამ პროცესში ხდება ენის მოდელისა და სტრუქტურის ათვისება.

ბავშვის ენობრივი, კოგნიტური, ემოციური განვითარება  დამოკიდებულია მის სოციალურ და კულტურულ  გარემოსა და სიტუაციებზე. განვითარებაში დიდი როლს თამაშობს ისიც, თუ რამდენად ხდება ბავშვის როგორც ინდივიდის აღქმა და თუ რამდენად არის მის მიმართ დამოკიდებულება ინდივიდთან დამოკიდებულება, რომელსაც საკუთარი მოთხოვნილებები, ინტერესები და უნარ-ჩვევები აქვს.
რეკომენდაცია:

ბავშვის განვითარების აქტუალური საფეხურის შესაბამისად ადრეულ ასაკში უცხოური ენის შესავალთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაციის მიცემა შეიძლება:
  • ბავშვები თავიანთი მოურიდებლობითა და სპონტანური ბუნებით გამოირჩევიან, რაც გარესამყაროს მიმართ მათ გახსნილობას განაპირობებს. მათ აქვთ უნარი, აღფრთოვანებით და თამაშ-თამაშით აღიქვან ყველაფერი თავიანთ გარშემო. როგორც წესი, მათ განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობა, სწავლისადმი მზადყოფნა და აბსორციულობა ახასიათებთ. ეს ყველაფერი პრაქტიკული, ქმედებაზე ორიენტირებული და ექპერიმენტული ხასიათის სწავლის პროცესისათვის მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული.
  • ბავშვებისათვის დროსა და სივრცეში ორიენტირება პირდაპირ კავშირშია მათ უშუალო რეალობასთან. მათ ესაჭიროებათ იმპულსები, რომელიც არა სამიზნე ენისა და კულტურის არამედ მათი მშობლიური გარემოს გამოძახილი იქნება.
  • ბავშვებს შემეცნების პროცესში თვალსაჩინოებები ესაჭიიროებათ. აბსტრაქტული შინაარსების გაგება მათ მხოლოდ გარკვეული ასაკიდან შეუძლიათ. ამიტომ თვალსაჩინოებები და ისეთი სასწავლო მასალის გამოყენება, რომელთანაც ბავშვს მარტივად გაუჩნდება ასოციაცია, სწავლის პროცესის წარმატებულობას და ბავშვების მხრიდან ამ პროცესში ჩართვის სიხარულს განაპირობებს.
  • ბავშებს მხოლოდ მცირე ხნით შეუძლიათ კონცენტრაციის მოხდენა. სამაგიეროდ მათ დამახსოვრების კარგი უნარი აქვთ. თამაშის დროს ისინი ადვილად ახდენენ კონცენტრაციას, ამიტომ სწავლების ამ ფორმას უპირატესობა უნდა მიენიჭოს.
  • ინტერკულტურული თემების შეტანაც სასწავლო პროცესში მისაღებია, რადგან ბავშვი თავისი ბუნებით გახსნილი და მიუკერძოებელია.

უცხოური ენის ადრეულ ასაკში სწავლა

მასალები და რჩევები ასწავლებლებისათვის