ბავშვის ენობრივი განვითარება

მართალია, წარმატებები ადრეულ ასაკში უცხოური ენის შესწავლისას  ინდივიდუალური დინამიკით ყველა ბავშვში განსხვავებულად მიიღწევა, მაგრამ არსებობს მოდელები, რომლებიც ენის შესწავლის გარკვეულ ნიმუშს იძლევა. ჯერჯერობით არ არსებობს შეთანხმებული და ერთიანი აზრი იმის შესახებ, თუ ზუსტად როგორ წარიმართება ბავშვებში ენის დაუფლების პროცესი, და თუ რა საფეხურებსა და ფაზებს გადის ის. ცნობილია პიაჟეს სტადიების მოდელი, რომელიც მრავალრიცხოვან ემპირიულ კვლევას ეფუძნება, მაგრამ დღეს ისიც როგორც სხვა ცნობილი და ავტორიტეტული თეორიები მრავალ კითხვას ბადებს.

დღესდღეობით დადგენილია, რომ „ადამიანებს ყოველთვის შეუძლიათ ახალი ენის ან ენების სწავლა. ენის შესწავლის მეცნიერებისა და ტვინის კვლევის დღევანდელი მიღწევები იძლევა საფუძველს, რომ უცხო ენის შესწავლას ადრეულ ასაკში უნდა შევუწყოთ ხელი. დადგენილია, რომ ექვსი წლის ასაკამდე ბავშვს მეორე ენის უაქცენტოდ დაუფლება შეუძლია. მოწიფულობის ასაკამდე კი სინტაქსისა და მორფოლოგიის დაუფლება გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე მოგვიანებით.“ მეორე მხრივ, სწავლის წარმატებას მრავალი სხვა ფაქტორი განაპირობებს. ასეთია მაგალითად, მასწავლებლის კვალიფიკაცია, გამოყენებული სასწავლო მასალები, ენობრივი კონტაქტის (მაგ., გაკვეთილის) ხანგრძლივობა და ინტენსიურობა.
რეკომენდაცია:
  • ბავშვებში უცხოური ენის დაუფლების პროცესი დანახული უნდა იყოს მშობლიური ენის ათვისების ჭრილში.
  • ენის შესწავლის პროცესში ბავშვს საკმარისად უნდა ჰქონდეს საშუალება, ახლად ნასწავლი სოციალურ ინტერაქციაში, მაგ., მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან, გამოიყენოს და შეამოწმოს
  • მეცნიერული მიგნება, რომ ენის სწავლის პროცესი ფაზებად მიმდინარეობს, მოითხოვს სწავლის პროცესში შეცდომების დაშვების  მიმართ დამოკიდებულების შეცვლას: შეცდომები განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯებია და ხელს უწყობს ენის გათავისების პროცესს. ამიტომ ის უნდა მივიღოთ როგორც სწავლის პროცესის ლეგიტიმური ნაწილი და მოთმინებითა და წინდახედულად უნდა მოვეკიდოთ შეცდომების შესწორებას.
  • აღმზრდელი/მასწავლებელი შეცდომებში უნდა ხედავდეს შეძენილი ცოდნისა და უნარების დონის დადგენის ინდიკატორს. ეს მას მისცემს იმის საშუალებას, რომ ბავშვს უფრო ეფექტურად დაეხმაროს შემდგომი სწავლის პროცესში

უცხოური ენის ადრეულ ასაკში სწავლა

მასალები და რჩევები ასწავლებლებისათვის