ერთი საგანმანათლებლო საფეხურიდან შემდგომზე გადასვლა

ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლის უწყვეტობისათვის ხშირად პრობლემატურია ის ფაქტი, რომ სწავლა საბავშვო ბაღში იწყება და სკოლაში გრძელდება.

ამ უწყვეტობის უზრუნველყოფა ინსტიტუციონალურ დონეზეა შესაძლებელი, თუ მოხდება უცხოური ენების სასწავლო გეგმების შეთანხმება საბავშვო ბაღებსა და სკოლის დაწყებით კლასებს შორის. დაწყებითი კლასების მასწავლებლები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სასწავლო თემებს გადიან აღმზრდელები საბავშვო ბაღებში და რა კონკრეტული დავალებები სრულდება. შედეგად ისინი უფრო ეფექტურად დაგეგმავენ საკუთარ სასწავლო პროცესს და მოერიდებიან გამეორებებს. თავის მხრივ აღმზრდელებიც უფრო კარგად შეამზადებენ აღსაზრდელებს სასკოლო პროგრამისათვის.

არსებობს საჭიროება, რომ კურიკულუმების დონეზე დარეგულირდეს უცხოური ენის სწავლების პროგრესია და განგრძობადობა.
    რეკომენდაცია:
    • კურიკულუმები (სწავლის დაწყების დრო, ენის არჩევა, ენების თანმიმდევრობა და საათების რაოდენობა, მიზნები) სწორად უნდა შეეთანხმოს ერთმანეთს. მთლიანი საგანმანათლებლო პროცესისათვის, ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლის გათვალისწინებით, უნდა შეიქმნას ერთიანი საგანმანათლებლო თეორიული საფუძველი.
    • როგორც ზოგიერთ ქვეყანაშია, კარგი იქნებოდა აღმზრდელებისა და მასწავლებლებისათვის თუნდაც მცირე ხნით ერთობლივი საუნივერსიტეტო განათლების შეთავაზება, რაც თანმიმდევრული განათლების სისტემის არსებობას შეუწყობდა ხელს.
    • ერთი საგანმანათლებლო საფეხურიდან შემდგომზე გადასვლა ინსტიტუციონალურ დონეზე ხანგრძლივი პერსპექტივიდან უნდა დაიგეგმოს, რაც უწყვეტ სასწავლო პროცესს უზრუნველჰყოფს.
    • სახელმძღვანელოებისა და მასალების შედგენისას ორნიეტაცია არ უნდა იქნას აღებული სასკოლო კლასებზე.

    უცხოური ენის ადრეულ ასაკში სწავლა

    მასალები და რჩევები ასწავლებლებისათვის