ახალი გავლენები ბავშვის სასწავლო გარემოზე

ბავშვები ჩვენ დროში უკიდურესად კომპლექსურ კომუნიკაციურ გარემოში იზრდებიან. გლობალურმა პროცესებმა და ახალმა საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა ძირფესვიანად შეცვალა ზოგადად ენასთან ჩვენი დამოკიდებულება, მათ შორის ბავშვების ენობრივი ქმედებები ქსელურ სამყაროში დიდად განსხვავდება ძველი ენობრივი კომუნიკაციისაგან. ძალიან მცირე ასაკის ბავშვების ყოველდღიურობაც ხშირ შემთხვევაში მედიალურია და სულ უფრო მეტად განიცდის მულტიკულტურისა და მულტილინგუალიზმის გავლენას. ჩვენი გარესამყაროს კულტურულ და ენობრივ მრავლფეროვნებასთან შეხება ბავშვებს არა მხოლოდ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, არამედ ხშირად ოჯახსა და უშუალო გარემოში უწევთ.

მრავალენოვნება ბავშვებისათვის დღეს უფრო ჩვეულებრივი მოცემულობაა, ვიდრე უცხო რამ. ისინი გრძნობენ, რომ ენების სწავლა სასარგებლოა.

ევროპაში ურთიერთგაგებინების გასამარტივებლად და ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად ევროკავშირი თავისი მოქალაქეებისაგან მშობლიური ენის ცოდნის გარდა სხვა უცხოური ენების ცოდნასაც მოითხოვს. იმისათვის, რომ ეს მოთხოვნა შესრულებადი იყოს, ევროკვშირში ყველა მასწავლებელს საშუალება ეძლევა მინიმუმ ორ თანამედროვე უცხოურ ენას დაეუფლოს. უფრო მეტიც, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში დაწყებით კლასებში უცხოური ენების შეთავაზება სავალდებულო გახდა.

რეკომენდაცია:

ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლების პროცესში მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ ბავშვების ცხოვრებაში არსებობს მრავალი რეგიონალური და ადგილობრივი თავისებურება. სწავლის პროცესში ამ სპეციფიკურ თავისებურებებზე ბავშვები განსაკუთრებულ რეაქციებს ამჟღავნებენ. ამიტომ მათი გათვალისწინება სწავლის პროცესში აუცილებელია, ისევე როგორც ბავშვების უშუალო გარემოსა და ინდივიდულაური განვითარების გათვალისწინება.
Nürnberger Empfehlungen zum frühen Fremdsprachenlernen

    უცხოური ენის ადრეულ ასაკში სწავლა

    მასალები და რჩევები ასწავლებლებისათვის