ბიბლიოთეკა
წიგნების გატანა

წიგნების გატანა ფოტო: Goethe-Institut/Sonja Tobias

გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკა ღიაა ყველასთვის, ვინც გერმანულს სწავლობს ან ასწავლის. ის მდებარეობს გოეთეს ინსტიტუტის შენობაში - კაფეტერიის თავზე.

ბიბლიოთეკა სპეციალიზებულია აქტუალურ სასწავლო და მეთოდურ მასალებზე გერმანიიდან და მკითხველებს სთავაზობს ადგილს, სადაც შესაძლებელია მშვიდ ატმოსფეროში სწავლა და მუშაობა.

გერმანული ენის შესწავლით დაინტერესებულ პირებს აქ დახვდებათ ბევრი საინტერესო მასალა, რომლის ადგილზე გამოყენება ან სახლში უფასოდ გატანა არის შესაძლებელი. ესენია:

  • სასწავლო წიგნები (გრამატიკის სახელმძღვანელოები თუ სავარჯიშოები, ადაპტირებული საკითხავი ლიტერატურა და სხვა),
  • გამოცდებისათვის მოსამზადებელი წიგნები,
  • ცნობარები და ლექსიკონები,
  • აუდიო-ვიზუალური სასწავლო მასალა (CD-ROM-ები, აუდიოდისკები),
  • DVD დისკები.
სკოლებისა თუ უმაღლესი სასწავლებლების გერმანული ენის მასწავლებლებს ბიბლიოთეკა დარგობრივ ლიტერატურასა და გერმანული ენის გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო აქტუალურ მასალას სთავაზობს.

ამასთანავე, მკითხველს აქ დახვდება გამორჩეული, ხარისხიანი
Please use a different Outputtype for none-SWF files
(ილუსტრირებული წიგნები პატარებისთვის, ზღაპრებისა თუ მოთხრობების კრებულები, საგნობრივ-საინფორმაციო წიგნები და წიგნები დამწყები მკითხველებისათვის). მშობლებს ვთავაზობთ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა ბიბლიოთეკაშივე, ან გაიტანონ წიგნები სახლში.

თბილისში მოქმედებს სხვა ბიბლიოთეკაც, რომელიც მკითხველებს აქტუალურ ლიტერატურას სთავაზობს გერმანიიდან - ესაა გოეთეს ინსტიტუტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტი:

გერმანული სამკითხველო დარბაზი (ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის სახელობის გერმანული ბიბლიოთეკა)

მისი ფონდი მოიცავს:
  • გერმანულენოვან წიგნებს გერმანულ საზოგადოებაზე, გერმანიის პოლიტიკასა და სოციოლოგიაზე, ეკონომიკასა და სამართალზე, ისტორიაზე, ფილოსოფიასა და მეცნიერებაზე,
  • წიგნებს ხელოვნებაზე,
  • გერმანულ გამოცემებს საქართველოსა და კავკასიის შესახებ,
  • ჟურნალებს,
  • ფოლკსვაგენის ფონდისა და  გიოტინგენის სამხარეო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის გერმანულენოვან CD-ROM-ებს,
  • მუსიკალურ კომპაქტ.-დისკებსა და აუდიო-წიგნებს,
  • ვიდეოკასეტებსა და DVD დისკებს.
    შესაძლებელია მათი სახლში გატანა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში გერმანული სამკითხველო დარბაზის ფონდიცაა განთავსებული.