ელექტრონული კატალოგი
წიგნების გატანა

რეგისტრაცია ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის ავტორიზებული გამოყენებისათვის

ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში (OPAC) შეგიძლიათ ნებისმიერ დროს აწარმოოთ ჩვენს ფონდში არსებული წიგნის, აუდიო-ვიდეო მასალის, ჟურნალებისა თუ ელექტრონული ფორმატის მასალების ძიება.

თუ ჩვენი ბიბლიოთეკის მომხმარებელი

ბრძანდებით, შეგიძლიათ პერსონალური პროფილით შეხვიდეთ ელექტრონულ კატალოგში. ამ შემთხვევაში თქვენ შემდეგი დამატებითი შესაძლებბლობების გამოყენება შეგეძლებათ:

  • ნახავთ თქვენს მიერ უკვე გატანილ მასალებს და გაარკვევთ დაბრუნების თარიღს;
  • შეგეძლებათ გატანილი წიგნებისთვის გატანის ვადის გაგრძელება;
  • ნახავთ დასაფარ ან უკვე დაფარულ გადასახადებს;
  • შეგეძლებათ მასალებთან დაკავშირებით კომენტარის დაწერა;
  • შეგეძლებათ ნახვა იმისა, თუ რა გქონდათ ადრე გატანილი.
 

რა არის საჭირო ელექტრონულ კატალოგის ავტორიზებული გამოყენებისათვის?

იმისათვის, რომ შეძლოთ ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის ავტორიზებული გამოყენება, უნდა იყოთ ბიბლიოთეკის მომხმარებელი და ასევე დარეგისტრირებული უნდა იყოთ ინტერნეტ პლატფორმაზე Mein Goethe.de (რეგისტრაცია უფაოა).

აქვე გიჩვენებთ სამ მარტივ ნაბიჯს, რომლითაც შეძლებთ ელექტრონული კატალოგის ავტორიზებულ მომხმარებლად გახდომას.

თუ რაიმე სირთულე შეგექმნათ დარეგისტრირებისა ან ავტორიზაციის დროს, გთხოვთ მოგვმართოთ!

mibo@tbilissi.goethe.org

გაეცანით ჩვენს ინტერნეტ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების შესახებ, ან ეწვიეთ ბიბლიოთეკას და მიიღეთ ინფორმაცია მისი თანამშრომლებისგან. თუ უკვე ბრძანდებით ბიბლიოთეკის მომხმარებელი, გადადით შემდეგზე.
თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ ინტერნეტ პლატფორმაზე Mein Goethe.de, ახლა შეგიძლიათ ამის გაკეთება და ელექტრონულად თქვენი პერსონალური პროფილის შექმნა. პლატფორმის ავტორისაციისთვის საჭირო მომხმარებლის ელ.-მისამართითა და პასვორდით შეგიძლიათ შეხვიდეთ ელექტრონულ კატალოგშიც. პლატფორმაზე Mein Goethe.de დარეგისტრირებით შეგეძლებათ აგრეთვე გოეთეს ინსტიტუტის სხვა ელექტრონული სერვისებზე წვდომაც.

თუ უკვე გაქვთ ინტერნეტ პლატფორმაზე Mein Goethe.de წვდომა, გადადით შემდეგ ნაბიჯზე.
ამისთვის ბიბლიოთეკის თანამშრომლებს თქვენგან სჭირდებათ ის ელ.-მისამართი, რომლითაც დარეგისტრირდით ინტერნეტ პლატფორმაზე

Mein Goethe.de. ამიტომ გთხოვთ ბიბლიოთეკის ფორმულარის შევსებასა და გაგზავნას. ბიბლიოთეკის თანამშრომლები შეგატყობინებენ სერვისის გააქტიურების შესახებ. ამას ზოგადად 2 სამუშაო დღე სჭირდება.

ფორმულარი ელექტრონული კატალოგის ავტორიზებული გამოყენებისათვის

იმისათვის, რომ გაგიაქტიუროთ ელექტრონული კატალოგის ავტორიზებული სერვისი, თქვენგან ქვემოთჩამოთვლილი მონაცემები გვესაჭიროება. გთხოვთ შეავსოთ ფორმულარი და გამოგვიგზავნოთ.

გთხოვთ აქ იმ ელ./მისამართის ჩაწერას, რომლითც დარეგისტრირებული ხართ ინტერნეტ პლატფორმაზე Mein Goethe.de.

თქვენი მკითხველის ნომერი იხილეთ ბიბლიოთეკის მკითხველის-მომხმარებლის ბარათის უკანა მხარეს.


გთხოვთ, გამიაქტიუროთ ელექტრონული კატალოგის ავტორიზებული სერვისი.

* აუცილებელი

When you send us the information contained in the contact form by clicking on the button below, you declare your consent for us to use your personal data for purposes of answering your enquiry and/or contacting you. You can revoke your consent by sending an e-mail message to mibo@tbilissi.goethe.org. If you revoke your consent, your data will be erased immediately. Otherwise, your data will be erased after we have processed your enquiry or if the purpose of storing it no longer exists.

Privacy Policy