ნაბიჯი 1: შესვლა ინტერნეტპლატფორმაზე MEIN GOETHE.DE
Onleihe ციფრული ბიბლიოთეკის გამოყენებისთვის საჭიროა შეხვიდეთ ჩვენს ინტერნეტპლატფორმაზე Mein Goethe.de. თუ ჯერ არ ხართ ამ პლატფორმაზე დარეგისტრირებული და არ გაქვთ მასზე პირადი პროფილი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ. რეგისტრაცია და პლატფორმის გამოყენება უფასოა.
პირად პროფილში შესვლა
რეგისტრაცია
ნაბიჯი მე-2: ONLEIHE ციფრული ბიბლიოთეკაზე წვდომის აქტივაცია
მას შემდეგ, რაც შეხვალთ ინტერნეტპლატფორმაზე Mein Goethe.de, გვერდის შუა ნაწილში განთავსებულ რუბრიკებს შორის აარჩიეთ "ჩემი Onleihe“, შედით ამ რუბრიკაში და დააწკაპუნეთ ღილაკზე “რეგისტრაცია“.
>> შესვლა (Onleihe)
ნაბიჯი მე-3: მედიაერთეულის ჩამოტვირთვა
შედით ჩვენს ციფრულ ბიბლიოთეკაში და ითხოვეთ ფონდიდან სასურველი მედიაერთეული.
Onleihe: დახმარება ფორმულარის გამოყენებით
თქვენი Onleihe ციფრული ბიბლიოთეკა ახლა გამოყენებისათვის მზადაა. თუ მისი გააქტიურებისას ან გამოყენებისას სირთულეები შეგექმნათ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ამ ფორმულარის საშუალებით. მზად ვართ დაგეხმაროთ!
გისურვებთ ჩვენს ციფრულ შემოთავაზებებში წარმატებულ ძიებას.