Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
Books and coloured circles stream out of a tablet.Illustration: Maria Tran Larsen © Goethe-Institut

ინსტალაცია der Onleihe-App für Android

ამ გვერდზე გაჩვენებთ, თუ როგორ შეგიძლიათ ანდროიდის სისტემებისთვის Onleihe-App-ის ინსტალაცია და დაყენება. ეს აპლიკაცია გჭირდებათ იმისათვის, რომ ჩვენი ციფრული ბიბლიოთეკის 23.000-ზე მეტ გერმანულენოვან მედიაერთეულზე თქვენი მობილურის, პლანშეტის თუ ტაბის საშუალებით გქონდეთ წვდომა. 
ინსტრუქცია iOS-მოწყობილობებისთვის იხილეთ ინტერნეტგვერდზე: Onleihe-აპლიკაციის ინსტალაცია iOS  სისტემებზე.

ნაბიჯი 1: შესვლა ინტერნეტპლატფორმაზე MEIN GOETHE.DE

Onleihe ციფრული ბიბლიოთეკის გამოყენებისთვის საჭიროა შეხვიდეთ ჩვენს ინტერნეტპლატფორმაზე Mein Goethe.de. თუ ჯერ არ ხართ ამ პლატფორმაზე დარეგისტრირებული და არ გაქვთ მასზე პირადი პროფილი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ. რეგისტრაცია და პლატფორმის გამოყენება უფასოა.


პირად პროფილში შესვლა
რეგისტრაცია

ნაბიჯი მე-2: ONLEIHE ციფრული ბიბლიოთეკაზე წვდომის აქტივაცია

მას შემდეგ, რაც შეხვალთ ინტერნეტპლატფორმაზე Mein Goethe.de, გვერდის შუა ნაწილში განთავსებულ რუბრიკებს შორის აარჩიეთ  "ჩემი Onleihe“, შედით ამ რუბრიკაში და დააწკაპუნეთ ღილაკზე “რეგისტრაცია“.

>> შესვლა (Onleihe)

ნაბიჯი მე-3: App-ის ჩამოტვირთვა

ჩამოტვირთეთ აპლიკაცია, რომ შეძლოთ Onleihe ციფრული ბიბლიოთეკის თქვენს სმარტფონზე, პლანშეტსა თუ ტაბზე გამოყენება. ინსტალაციის შემდეგ გახსენით ის.

Onleihe-App im Google Play Store

ნაბიჯი მე-4: ავტორიზაცია

Innlogging Onleihe iOS © Onleihe გახსენით Onleihe- App-ის მენიუ (მარცხნივ ზემოთ).

>> როგორც ბიბლიოთეკა აარჩიეთ Goethe-Institut.
>> შედით იმ ელ.-მისამართითა და პაროლით, რომლითაც დარეგისტრირებული ხართ ინტერნეტპლატფორმაზე Mein Goethe.de.

ნაბიჯი მე-5: მედიაერთეულის ჩამოტვირთვა

Stöbern © Onleihe ახლა უკვე შესული ხართ ციფრულ ბიბლიოთეკაში! მენიუში აარჩიეთ „ძიება“, რათა მოძებნოთ და ჩამოტვირთოთ თქვენთვის სასურველი მასალები.

ნაბიჯი მე-6: გამოყენების პირობების დადასტურება

Datenschutzerklärung und Nutzungsbedingungen © Onleihe მედიაერთულის/მასალის პირველად ჩამოტვირთვის დროს პროგრამა ავტომატურად გთხოვთ მონაცემთა დაცვისა და მათი გამოყენების პირობებზე დასტურს. გთხოვთ დაუდასტუროთ თქვენი თანხმობა.

Onleihe: დახმარება ფორმულარის გამოყენებით

თქვენი Onleihe ციფრული ბიბლიოთეკა ახლა გამოყენებისათვის მზადაა. თუ მისი გააქტიურებისას ან გამოყენებისას სირთულეები შეგექმნათ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ამ ფორმულარის საშუალებით. მზად ვართ დაგეხმაროთ! 

გისურვებთ ჩვენს ციფრულ შემოთავაზებებში წარმატებულ ძიებას.