Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
Aus einem Smartphone strömen Bücher, Filmklappen und bunte Kreise.Illustration: Maria Tran Larsen © Goethe-Institut

Onleihe აპლიკაციის ინსტალაცია IOS მობილური სისტემებისთვის

ამ გვერდზე გაჩვენებთ, თუ როგორ შეგიძლიათ iOS სისტემებისთვის Onleihe აპლიკაციის ინსტალაცია და დაყენება. ეს აპლიკაცია გჭირდებათ იმისათვის, რომ ციფრული ბიბლიოთეკის 23.000-ზე მეტ გერმანულენოვან მედიაერთეულზე თქვენი მობილურის,  პლანშეტის თუ ტაბის საშუალებით წვდომა შეგეძლოთ.  
ინსტრუქცია ანდროიდის მოწყობილობებისთვის იხილეთ ინტერნეტგვერდზე:  Onleihe-აპლიკაციის ინსტალაცია ანდროიდის სისტემებზე. 
 

ნაბიჯი 1: შესვლა ინტერნეტპლატფორმაზე MEIN GOETHE.DE

Onleihe ციფრული ბიბლიოთეკის გამოყენებისთვის საჭიროა შეხვიდეთ ჩვენს ინტერნეტპლატფორმაზე Mein Goethe.de. თუ ჯერ არ ხართ ამ პლატფორმაზე დარეგისტრირებული და არ გაქვთ მასზე პირადი პროფილი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ. რეგისტრაცია და პლატფორმის გამოყენება უფასოა.


პირად პროფილში შესვლა
რეგისტრაცია

ნაბიჯი მე-2: ONLEIHE ციფრული ბიბლიოთეკაზე წვდომის აქტივაცია

მას შემდეგ, რაც შეხვალთ ინტერნეტპლატფორმაზე Mein Goethe.de, გვერდის შუა ნაწილში განთავსებულ რუბრიკებს შორის აარჩიეთ  "ჩემი Onleihe“, შედით ამ რუბრიკაში და დააწკაპუნეთ ღილაკზე “რეგისტრაცია“.

>> შესვლა (Onleihe)

ნაბიჯი მე-3: APP-ის ჩამოტვირთვა

ჩამოტვირთეთ აპლიკაცია, რომ შეძლოთ Onleihe ციფრული ბიბლოთეკის თქვენს სმარტფონზე,  პლანშეტსა თუ ტაბზე გამოყენება. ინსტალაციის შემდეგ გახსენით ის. 

>> Onleihe- App-ი iTunes Store-ში

ნაბიჯი მე-4: ავტორიზაცია

Innlogging Onleihe iOS © Onleihe გახსენით Onleihe- App-ის მენიუ (მარცხნივ ზემოთ).

>> როგორც ბიბლიოთეკა აარჩიეთ Goethe-Institut.
>> შედით იმ ელ.-მისამართითა და პაროლით, რომლითაც დარეგისტრირებული ხართ ინტერნეტპლატფორმაზე Mein Goethe.de.

ნაბიჯი მე-5: მედიაერთეულის ჩამოტვირთვა

Stöbern © Onleihe ახლა უკვე შესული ხართ ციფრულ ბიბლიოთეკაში! მენიუში აარჩიეთ „ძიება“, რათა მოძებნოთ და ჩამოტვირთოთ თქვენთვის სასურველი მასალები.

ნაბიჯი მე- 6: გამოყენების პირობების დადასტურება

Datenschutzerklärung und Nutzungsbedingungen © Onleihe მედიაერთულის/მასალის პირველად ჩამოტვირთვის დროს პროგრამა ავტომატურად გთხოვთ მონაცემთა დაცვისა და მათი გამოყენების პირობებზე დასტურს. გთხოვთ დაუდასტუროთ თქვენი თანხმობა.

Onleihe: დახმარება ფორმულარის გამოყენებით

თქვენი Onleihe ციფრული ბიბლიოთეკა ახლა გამოყენებისათვის მზადაა. თუ მისი გააქტიურებისას ან გამოყენებისას სირთულეები შეგექმნათ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ამ ფორმულარის საშუალებით. მზად ვართ დაგეხმაროთ! 

გისურვებთ ჩვენს ციფრულ შემოთავაზებებში წარმატებულ ძიებას.