ფოტოგალერეა ქართველები გერმანიაში

Bildergalerie Georgier in Deutschland ქართველები გერმანიაში
Bildergalerie Georgier in Deutschland ქართველები გერმანიაში | ფოტო: გია ჩხატარაშვილი

ფოტოებზე ასახულია ქართველთა ერთი მცირე ნაწილი, რომელთაც ადგილი დაიმკვიდრეს უცხო კულტურასა და საზოგადოებაში.

მათ შორის არიან პირველი ემიგრანტების შთამომავლები, რომელთა მშობლებიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წწ. ჩამოვიდნენ გერმანიაში, მე-2 მსოფლიო ომის სამხედრო ტყვეები, რომლებმაც გერმანიაში დარჩენა გადაწყვიტეს, პოსტ-საბჭოთა ეპოქის სოციალური თუ პოლიტიკური ლტოლვილები.

თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დავალებით გია ჩხატარაშვილი ერტი თვით იმყოფებოდა გერმანიში, რათა იქ მცხოვრები ქართველები და მათი ყოველდღიური ცხოვრების ”გერმანული რეალობა” ფოტოგრაფიულად აესახა.

ქართველ მეცნიერებს, მუსიკოსებს, ხელოვანებს, იურისტებსა და ეკონომისტებს თავიანთი წვლილი შეაქვთ გერმანიის ცხოვრებაში და გერმანული საზოგადოების დამოუკიდებელ ნაწილს წარმოადგენენ. გერმანიაში მათ მიეცათ საშუალება უკეთ გამოევლინათ თავიანთი ნიჭი და მოესინჯათ ახალი შესაძლებლობები. 

ფოტოგრაფის შესახებ

გია ჩხატარაშვილი ახალგაზრდობიდან იყო ფოტოგრაფიით გატაცებული, თუმცა სპეციალური პროფესიული განათლება არასოდეს არ მიუღია. მან დაამთავრა თბილისის ი.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1990 წლიდან იგი თავისუფალია შემოქმედია და ”საქართველოს ფოტოგრაფთა კავშირის” წევრია.

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გია მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Norwegian Refugee Council, World Food Program, გაზეთი The Georgian Times და გერმანული ჟურნალი Vostok. მას პერსონალური გამოფენები ჰქონდა ნორვეგიაში, გერმანიასა და აშშ-ი. თბილისის გოეთეს ინსტიტუტში პოლ კალჰონთან ერთობლივი გამოფენის დროს დაიბადა იდეა, გერმანიაში ქართველი ემიგრანტების შავ-თეთრი პორტრეტების შექმნისა.