საერთაშორისო დახმარების ფონდი 2021
საერთაშორისო დახმარების ფონდი 2021 პარტნიორული სტრუქტურების შენარჩუნებისა და გაძლიერებისათვის
2020 წელს, საზღვარგარეთ არსებულ კულტურულ ორგანიზაციებზე Covid-19 პანდემიის გავლენის საპასუხოდ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გოეთეს ინსტიტუტმა საერთაშორისო დახმარების ფონდი დააარსეს. შუამავალი ორგანიზაციების მხარდაჭერით, დახმარების ფონდს საზღვარგარეთ არსებული პარტნიორული სტრუქტურების შენარჩუნებაში წვლილის შეტანისა და, ამავდროულად, ადგილზე არსებული საზოგადოებრივი მრავალფეროვნების და კულტურული ცხოვრების გაძლიერების შესაძლებლობა ჰქონდა.
2021 წლისთვის საერთაშორისო დახმარების ფონდის კონსორციუმის პარტნიორები მხარდაჭერის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სახსრები 6 მილიონ ევრომდე გაზარდა. ამრიგად, ცალკეული დაფინანსების მაქსიამლური თანხა 30 000 ევრომდე გაიზარდა და ხანგრძლივობა 6 თვემდე გაგრძელდა. კოორდინაციის საკითხები კვლავ გოეთეს ინსტიტუტმა იტვირთა. კონსორციუმის წევრები 2021 წელსაც არიან ს.ფიშერის ფონდი და რობერტ ბოშის ფონდი, რომლებმაც თავის წილი 100 000 ევრომდე გაზარდეს. გერმანიის იუნესკოს კომისია, DAAD-ის ბერლინის ხელოვანთა პროგრამა და სიმენსის ფონდი ამ წამოწყებაში საკუთარი პროექტებით მონაწილეობენ.
2020 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე 141 პროექტი 25 000 ევრომდე თანხით იყო დაფინანსებული. კონკურსში 75 ქვეყნის 440-მდე კულტურისა და განათლების სფეროში მოღვაწე უცხოური ორგანიზაცია მონაწილეობდა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საწყისი დაფინანსების სახით 2020 წელს სამი მილიონი ევრო გამოყო.