პროექტის აღწერა
შემოქმედებითი კომპასი საქართველო (CCG) აფართოებს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების (CCI) შესაძლებლობებს საქართველოს რეგიონებში (თბილისის ფარგლებს გარეთ) ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გასაუმჯობესებლად.
პროექტი სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს, მათ შორის ფინანსურ მხარდაჭერას, შემოქმედებითი რესურსების წარმოჩენასა და გაძლიერებას, შემოქმედებითი სივრცეების განვითარებას, ქსელების შექმნასა და ცოდნის გაზიარებას.

რას წარმოადგენს შემოქმედებითი კომპასი საქართველო?
შემოქმედებითი კომპასი საქართველო მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიებს საქართველოში (თბილისის ფარგლებს გარეთ) და ხელს უწყობს როგორც კულტურული ცხოვრების, ასევე ეკონომიკური აქტივობის განვითარებას. საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გაძლიერდება და გაფართოვდება კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების როლი საზოგადოებებში.
ქვევით მოცემულია პროექტის საკვანძო კომპონენტების აღწერა.
თქვენ გაეცნობით პროექტის მიზნებსა და ამოცანებს, მის დანიშნულებას და მოსალოდნელ შედეგებს.
ქვევით მოცემულია პროექტის საკვანძო კომპონენტების აღწერა.
თქვენ გაეცნობით პროექტის მიზნებსა და ამოცანებს, მის დანიშნულებას და მოსალოდნელ შედეგებს.
პირველი ფაზა: შეფასება და იდენტიფიცირება
პირველ ფაზაზე შემოქმედებითი კომპასის გუნდმა გააცნო ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეებს პროექტის მიზნების შესახებ და ასევე საფუძველი ჩაუყარა მომავალ საქმიანობას.
მეორე ფაზა
მეორე ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადგილობრივი პლატფორმების შემდგომ შექმნას მათი გეგმების რეალიზების ხელშეწყობის, პოტენციალის ზრდის შესაძლებლობების შექმნის და კონტაქტების დამყარების, აგრეთვე შემოქმედებითი საწარმოების სასტარტო დაფინანსების გზით.
მესამე ფაზა
მესამე ფაზა ეძღვნება დაგროვილი გამოცდილების შეჯამებას და სხვადასხვა მხარდაჭერილი ინიციატივის მდგრადობის უზრუნველყოფას.