Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1)Direkt zur Sekundärnavigation springen (Alt 3)Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
ქალაქის ქუჩა შენობებითა და ყვავილებითLucija Ros on Unsplash

EU4Culture-ს კონკურსში შერჩეული საქართველოს ქალაქები გამოვლინდა


დღეს პროექტმა EU4Culture კონკურსში "განაცხადების მიღება კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მხარდასაჭერად" შერჩეული ქალაქების მოკლე სია გამოაქვეყნა.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 70-მა ქალაქმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. საქართველოდან კი კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 11-მა ქალაქმა. მიღებული განაცხადების სიღრმისეული შეფასების შემდეგ, EU4Culture-მ თითოეული ქვეყნიდან შერჩეული 5 ქალაქი გამოავლინა. საქართველოდან კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ:

- ახალციხე
- ზუგდიდი
- თელავი
- ფოთი
- ქუთაისი 

შერჩეულ ქალაქებს სრული საკონკურსო განაცხადის მოსამზადებლად გადაეცემათ 1000 ევრომდე გრანტი. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 12:00 საათი (ცენტრალური ევროპის დროით).
 
კონკურსის მომდევნო ეტაპზე თითოეული ქვეყნიდან მაქსიმუმ სამი ქალაქი მიიღებს 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის სრული ვერსიის მოსამზადებლად. საბოლოოდ კი, თითოეულ ქვეყანაში ერთი ქალაქი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად. გრანტთან ერთად გამარჯვებული ქალაქები მიიღებენ მხარდაჭერას შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.
 
EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდაჭერას. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.