Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1)Direkt zur Sekundärnavigation springen (Alt 3)Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
Leute in einem hellen RaumFoto: ian dooley / Unsplash

EU4CULTURE ქალაქებისთვის განცხადებების მიღებას აცხადებს

EU4Culture-ს კონკურსზე განცხადებების მიღების პირველი ეტაპი დასრულებულია. მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ქალაქების მხრიდან დაფიქსირდა განსაკუთრებით მაღალი აქტივობა და მივიღეთ დიდი რაოდენობით განცხადებები. მთლიანობაში, კონკურსზე განაცხადი შემოიტანა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნის 70-მა ქალაქმა. საქართველოდან კი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ინტერესი გამოთქვა 11-მა ქალაქმა.

მომდევნო ეტაპები:

  1. თითოეული ქვეყნიდან შეირჩევა 5 ქალაქი, რომლებიც სრული საკონკურსო განაცხადის დასაწერად 1,000 ევრომდე ოდენობის გრანტს მიიღებენ.
  2. თითოეული ქვეყნიდან შერჩეული 3 ქალაქი მიიღებს 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის სრული ვერსიის მოსამზადებლად.
  3. საბოლოოდ, თითოეული ქვეყნიდან ერთი ქალაქი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.

მადლობას ვუხდით კონკურსის მონაწილეებს განსაკუთრებული აქტივობისათვის.

EU4Culture აცხადებს განაცხადების მიღების პირველ ეტაპს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქალაქებში (გარდა დედაქალაქებისა) კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მხარდასაჭერად.  განაცხადების მიღების მიზანია, დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის: აზერბაიჯანის, მოლდოვას რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის ქალაქებს კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და დანერგვის პროცესში.

პირველ ეტაპზე  თითოეულ მონაწილე ქვეყანაში შერჩეული იქნება ხუთი ქალაქი, რომელებიც შემდგომ საფეხურზე ეცდებიან მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორს საქართველოში ხატია ჭოხონელიძეს: Khatia.Tchokhonelidze@goethe.de

განაცხადის შემოტანა შეუძლიათ  აზერბაიჯანის, მოლდოვას რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის ქალაქებს (გარდა დედაქალაქებისა). მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი კრიტერიუმების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ გაეცნოთ განაცხადის გზამკვლევს.

განაცხადის გზამკვლევი
Application Guidelines (ENG)
  • განაცხადების მიღება (კონცეფცია) - ქალაქებს (გარდა დედაქალაქებისა), რომლებიც აკმაყოფილებენ მონაწილეობის კრიტერიუმებს, შეუძლიათ წარადგინონ ზოგადი კონცეფცია.
  • განაცხადების მიღება (სრული აპლიკაცია) - სრული აპლიკაციის მოსამზადებლად თითოეული ქვეყნიდან შერჩეული იქნება მაქსიმუმ ხუთი განმცხადებელი . შერჩეული ქალაქები სრული აპლიკაციის მოსამზადებლად მიიღებენ გრანტს 1,000 ევროს ოდენობით.
  • კულტურის განვითარების სტრატეგიის მომზადება -  სრული აპლიკაციის წარდგენის შემდეგ თითოეული ქვეყნიდან შერჩეული იქნება მაქსიმუმ სამი ქალაქი. ეს ქალაქები მიიღებენ 30,000-მდე ევროს ოდენობით გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად.
  • განხორციელების ფაზა - თითოეულ ქვეყანაში შერჩეული სამი ქალაქიდან ერთი მიიღებს მაქსიმუმ 300, 000 ევროს ოდენობით გრანტს შემუშავებული სტრატეგიის განხორციელებისთვის.
განაცხადის შემოტანის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და წარადგინონ განაცხადი გოეთეს ინსტიტუტის ოფიციალურ სააპლიკაციო პლატფორმაზე.

ამ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ კონცეფცია. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია როგორც ინგლისურ, ასევე მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ენებზე.