გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია

გივი მარგველაშვილი გოეთეს ინსტიტუტი

გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია

პრემია ყოველ წელს გაიცემა თბილისი გოეთეს ინსტიტუტსა და DVV International-ის მიერ ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

გივი მარგველაშვილი იმ უნიკალური და ავთენტური ლიტერატურულ-ფილოსოფიური ნაშრომის ავტორია, რომელიც ლიტერატურულ პოსტმოდერნიზმისა და ფილოსოფიურ ფენომენოლოგიას შორის მეტად ორიგინალურ ადგილს იკავებს. ეს ნაშრომი უმეტესწილად საქართველოში შეიქმნა, სადაც ავტორი იძულებით იყო მოწყვეტილი თავისი დაბადების და სიყმაწვილის ქვეყანას, გერმანიას, ისე როგორც აქტუალურ საერთაშორისო კულტურულ მიმდინარეობებს. 
გერმანულ-ქართული პრემიის 2013 წელს გივი მარგველაშვილისთვის გადაცემა და შემდეგ ამ პრემიისთვის მისი სახელის მინიჭება
სამაგალითოდ მიაგებს პატივს ამ ურთიერთობების გაღრმავებასა და განმტკიცებას მიუხედავად იმ ტოტალიტარული სისტემისა და  ძალადობისა, რომელშიდაც ავტორს უწევდა მოღვაწეობა გასულ საუკუნეში.
1989 წლიდან გივი მარგველაშვილი ბერლინში გადავიდა საცხოვრებელად, ხოლო 2011 წელს ისევ თბილისს დაუბრუნდა. DVV International-ის და საქართვლეოს გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივით დაარსებული პრემია ყოველწლიურად გაიცემა საქართველოს მოქალაქეებისათვის, ვისაც ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავებაში მიუძღვით განსაკუთრებული წვლილი.

ლაურეატები:
2013 გივი მარგველაშვილი (მწერალი და ფილოსოფოსი)
2014 ლაშა ბაქრაძე (ისტორიკოსი, გერმანისტი, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი)
2015 დავით ლორთქიფანიძე (არქეოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი)
2016 ნინო ხარატიშვილი (მწერალი და თეატრის რეჟისორი)
2017 დავით წერედიანი (პოეტი და მთარგმნელი)