© Bagrat Saroyan
ანუშ ქოჩარიანი არის მწერალი, კულტურის ჟურნალისტი და არტ მენეჯერი სომხეთიდან. 2012 წელს დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამა და არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი პროფესიული გაცვლითი პროგრამის - IVLP International Visitor Leadership პროგრამის კურსდამთავრებული.
ამჟამად, ანუშ ქოჩარიანი არის ჰოვერის სახელმწიფო კამერული გუნდის გენერალური მენეჯერი, დოკუმენტურ-მუსიკალური და კულტურული პროექტის „საღსარას“ გენერალური პროდიუსერი, „ლოფტის“ თვითგანვითარების ცენტრების მთავარი მრჩეველი და ლექტორი და მთავარი რედაქტორი დოკუმენტური ფოტოგრაფიის ცენტრში - 4Plus.
ანუშ ქოჩარიანი არის ლიტერატურული სააგენტოს ARI-ს ერთ-ერთი მწერალი, სომხეთის Pen-ის წევრი, 2014 წლის EURODRAM-ის გამარჯვებული, მე-2 ადგილის მფლობელი 2015 წლის ნიურნბერგის სახელმწიფო თეატრის დრამატულ-ლიტერატურულ კონკურსზე. ასევე, 2018 წლის ერევნის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული პოეზიის კატეგორიაში და ლიტერატურული ფესტივალის, LIT: პოტსდამის მონაწილე.
„ველური ბალახი“ ანუშ კოჩარიანის პირველი წიგნია, რომელიც 2022 წელს გამოიცა. წიგნში შესულია ავტორის 2012-დან 2022 წალმდე დაწერილი ლექსები. წიგნში გამოქვეყნებული ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და წარდგენილია სხვადასხვა ლიტერატურულ ფესტივალზე. 2013 წლიდან ანუშ ქოჩარიანი მუშაობს რომანზე, რომელიც ეხება პოსტსაბჭოთა სომხეთის პირველი „დამოუკიდებელი“ თაობის ცხოვრებას და დამოუკიდებლობასთან თანაარსებობას, ასევე ტრავმირებულ მეხსიერებას და ტრავმულ მოვლენებს. რომანი მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოებია.