LeWiS

LeWiS Logo Foto: Goethe-Institut

LeWiS არის აკრონიმი, შემდგარი სამი გერმანული სიტყვისაგან: Lesen, Wissen, Spaß („კითხვა, ცოდნის შეძენა და ხალისი“) და გულისხმობს გოეთეს ინსტიტუტის პროექტს, რომლის მიზანიცაა გერმანული საბავშვო და საყმაწვილო წიგნების კითხვის პოპულარიზაცია.

ამ პროექტის საშუალებით გერმანული ენის შესწავლით დაინტერესებული ბავშვები და მოზარდები გერმანულენოვან წიგნებს გაეცნობიან. ამ წიგნებით ივსება „წიგნის სკივრი“, რომელიც იგზავნება გოეთეს ინსტიტუტის პარტნიორ ორგანიზაციებში. ყოველი „წიგნის სკივრის“ შემადგენლობაში შედის ენის შესწავლის სხვადასხვა დონეზე მყოფ მკითხველზე გათვლილი წიგნები, და ასევე მხატვრული საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა სხვადასხვა ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისავის.

თითოეული წიგნი „წიგნის სკივრიდან“ აღწერილია LeWiS-ის ინტერნეტპორტალზე. აქვე მოცემულია შეკითხვებიც ამა თუ იმ წიგნის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ინტერაქტიული ვიქტორინა და დიდაქტიკური მასალა. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვებსა და მოზარდებს თამაშების საშუალებით კითხვის ხალისი გაუჩნდეთ და თან წაკითხულის რეფლექსია შეძლონ.

პროექტი გათვლილია ძირითადად სკოლებზე, ბიბლიოთეკებსა და გოეთეს ინსტიტუტის პარტნიორ სხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებზე. მასში მონაწილეობისათვის განაცხადის გამოგზავნა შეიძლება ნებისმიერ დროს. ამისათვის მიმართეთ პროექტის საკონტაქტო პირს თქვენი ქვეყნის გოეთეს ინსტიტუტში.