Next Stage Europe 3

Next Stage Europe 3 Goethe-Institut

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის პროექტი აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში

Next Stage Europe 3 ხორციელდება აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ის Next Stage Europe 1-ისა და 2-ის გაგრძელებას წარმოდგენს, რომლებიც წარმატებით განხორციელდა 2015-16 წლებში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან 12 ახალგაზრდა დრამატურგი მონაწილეობას მიიღებს პოტსდამის ლიტერატურის ფესტივალში (lit:potsdam), სადაც მოწვეული სტუმრების თანდასწრებით (დაახლ. 4 000 სტუმარი) განიხილავენ თავიანთ აქტუალურ ნაწარმოებებს. დამსწრე საზოგადოებას, რეჟისორებსა თუ დრამატურგებს აღნიშნული ავტორების პიესების თარგმანებმა და მათმა ინსცენირებამ წარმოდგენა უნდა შეუქმნას მონაწილე ქვეყნების ყოფისა და ყოველდღიური სინამდვილის შესახებ. ფესტივალში მონაწილეობის მთავარი მიზანია, გააცნოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დრამატურგებს გერმანული და საერთაშორისო ლიტერატურული გარემო და პირიქით, ახალგაზრდა დრამატურგებმა თავად წარუდგინონ ევროპელ მაყურებელს საკუთარი ნაწარმოებები. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები და დისკუსიები გერმანელ დრამატურგებთან, რაც ორივე მხარეს მომავალში ერთად მუშაობის საშუალებას მისცემს. გაზაფხულსა და შემოდგომაზე, მონაწილე ქვეყნებში, დაგეგმილია ოთხი ვორკშოპი, რომელთა ფარგლებშიც გერმანელი ავტორები, ადგილობრივ ავტორებთან ერთად, განიხილავენ იმ თეატრალურ ტექსტებს, რომლებზეც ისინი აქტიურად მუშაობენ და მათში, ფორმისა და შინაარსის მხრივ, თავიანთი ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ რეალობას ასახავენ (ზოგჯერ პოლიტიკური ზეწოლის შემთხვევებსაც).

პროექტის Next Stage Europe 3 იდეა არის, მოხდეს გერმანიაში უცნობი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი) ავტორების იდეების, კონცეფციების და დრამატურგიული ტექსტების გაცნობა. სხვადასხვა ქვეყნის ავტორებმა ამ პროექტის საშუალებით ხანგრძლივი კონტაქტები უნდა დაამყარონ როგორც ერთმანეთთან, ისე გერმანული თეატრის წარმომადგენლებთან. სამხრეთ კავკასიია და რუსეთის საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული თემები თანამედროვე ევროპული თეატრის ფოკუსში უნდა მოექცეს და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. პროექტი Next Stage Europe 3 თანამედროვე ევროპას შანს აძლევს დაინახოს ახალი ხელოვნების საინტერესო პერსპექტივები, რომელთა იდენტურობა კრიზისებით, შეიარაღებული კონფლიქტებითა თუ პოლიტიკური რეორგანიზაციების წყალობით, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, ხშირად ეჭვის ქვეშ დგება.

პროექტის პარტნიორები არიან: საბინე ჰააკის სააგენტო პოტსდამში, ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს კარინ გრაფის ლიტერატურული სააგენტო, რომელიც ასევე პოტსდამის ლიტერატურის ფესტივალის კურატორია (www.litpotsdam.de). გარდა პოტსდამის ჰანს-ოტო-თეატრისა, პროექტის მონაწილეები გაეცნობიან ბრანდენბურგის და ბერლინის სხვა მოქმედ თეატრებს. ვორკშოფებს უხელმძღვანელებენ გერმანელი ავტორები მარიო სალაცარი, ოლგა გრიაზნოვა, მიხელ დეკარ და იონას ლიუშერი.

პროექტის Next Stage Europe 3 ფარგლებში იგეგმება გამოცემის მომზადება. ის 2016 წელს გამოცემული პუბლიკაციების კრებულის (დაიბეჭდა ბელარუსი, უკრაინელი, ქართველი და მოლდაველი დრამატურგების პიესების ნაწყვეტები) ანალოგი იქნება. მისი გამოცემა 2017 წლის ბოლომდე იგეგმება.