პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე

პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე გოეთეს ინსტიტუტი

პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე

გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის ლიტერატურის ფესტივალი და საქართველოს ეროვნული წიგნის ცენტრი 2017/18 ქართულ-გერმანული მეგობრობის წლის ფარგლებში ერთობლივად ჩაატარებენ ქართველი და გერმანელი ავტორების შეხვედრებს, რეზიდენციებსა და პრეზენტაციებს.

პროექტი "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე" ტარდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით. ის პირველ რიგში ემსახურება ქართველი და გერმანელი მწერლების შეხვედრებსა და აქტიურ თანამშრომლობას. 2018 წელს საქართველო ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანაა. სწორედ ამ დიდი და საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იგეგმება მწერლების გაცნობა, ერთობლივი საუბრები, კითხვები და რეზიდენციები. თბილისის ლიტერატურის ფესტივალი (29.05.-03.06.2017) ამ პროგრამის ამოსავალ წერტილსა და ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს. თუმცა პროექტი მხოლოდ  ფესტივალის დატვირთული პროგრამით არ შემოიფარგლება. ექვსი გერმანელი და ექვსი ქართველი ავტორი "დაწყვილდებიან" და იმოგზაურებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ამ ერთობლივი რეზიდენციების, ურთიერთგაცნობისა და იმპულსების გაცვლის შედეგად პროექტში მონაწილე ავტორები იმუშავებენ ტექსტებზე, რომლებიც 2018 წელს გერმანულ გამომცემლობაში გამოიცემა და ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსდგება მკითხველის წინაშე. ასევე იგეგმება ამ ავტორების ერთობლივი პრეზენტაციები გერმანიაში ლიტერატურის ფესტივალებსა და სხვადასხვა პროგრამებში. ამგვარად ეს პროექტი, რომლის კურატორი და ავტორია ქართველ-გერმანელი მწერალი და რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი, მრავალმხრივ სასარგებლო და მნიშვნელოვანია, როგორც ქართული მწერლობის, ისე საქართველოს მხარეების წარსადგენად და ევროპელი მკითხველისთვის გასაცნობად.