„სცენა იცვლება!“
გერმანელი და ქართველი ახალგაზრდა ტრენერების გაცვლითი პროექტი

KINDERUNI Foto: Goethe-Institut

გერმანელი და ქართველი ახალგაზრდა ტრენერების გაცვლითი პროექტი

„SZENENWECHSEL! - ახალგაზრდა ქართველი და გერმანელი სტუდენტების შეხვედრა“ მიუნხენის და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტების სპეციალური პროექტია, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსდება.


პროექტში მონაწილეობას იღებენ პედაგოგიკის სტუდენტები, რომლებსაც ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო მუშაობა და ახალგაზრდული შეხვედრები აინტერესებთ და მზად არიან, სასწავლო და სამუშაო ადგილი შეიცვალონ. პროექტის ფარგლებში 22 ახალგაზრდა (11 ქართველი და 11 გერმანელი) ერთმანეთს შეხვდა. სამდღიანი ვორქშოფი თეატრის პედაგოგიკის თემაზე საინტერესო ბილატერალური პროექტების შემუშავებას ისახავდა მიზნად.  სტუდენტების ტანდემები საქართველოს საჯარო სკოლებში თავიანთი იდეების განსახორციელებად გაემგზავრნენ და შესწავლილი მეთოდების დახმარებით დაუვიწყარი შეხვედრები მოაწყვეს.
 
პროექტის ბოლოს  „world-cafe“-ში გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელთან დაკავშირებით ახალი იდეები შემუშავდა.
მონაწილეთა ნაწილი 2017 წელსაც განაგრძობს საქართველოს სკოლებში პროექტების განხორციელებას. ორი გერმანელი სტუდენტი  პროექტის „Teach and Learn Georgia“ ფარგლებში ქართულ სკოლებში გაკვეთილებს ატარებს.  ქართველი სტუდენტები კი გერმანიაში გაემგზავრნენ.
 

Impressionen

Pro und Contra გალერეა „სცენა იცვლება!“ Pro und Contra | Foto © Goethe-Institut Tbilissi | Beqa-Javakhishvili

Einblicke...