ამ გვერდზე გაჩვენებთ, თუ როგორ შეგიძლიათ ანდროიდის სისტემებისთვის Onleihe-App-ის ინსტალაცია და დაყენება. ეს აპლიკაცია გჭირდებათ იმისათვის, რომ ჩვენი ციფრული ბიბლიოთეკის 23.000-ზე მეტ გერმანულენოვან მედიაერთეულზე თქვენი მობილურის, პლანშეტის თუ ტაბის საშუალებით გქონდეთ წვდომა.
ინსტრუქცია iOS-მოწყობილობებისთვის იხილეთ ინტერნეტგვერდზე: Onleihe-აპლიკაციის ინსტალაცია iOS სისტემებზე.
ნაბიჯი 1: შესვლა ინტერნეტპლატფორმაზე MEIN GOETHE.DE
Onleihe ციფრული ბიბლიოთეკის გამოყენებისთვის საჭიროა შეხვიდეთ ჩვენს ინტერნეტპლატფორმაზე Mein Goethe.de. თუ ჯერ არ ხართ ამ პლატფორმაზე დარეგისტრირებული და არ გაქვთ მასზე პირადი პროფილი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ. რეგისტრაცია და პლატფორმის გამოყენება უფასოა.
ნაბიჯი მე-2: ONLEIHE ციფრული ბიბლიოთეკაზე წვდომის აქტივაცია
მას შემდეგ, რაც შეხვალთ ინტერნეტპლატფორმაზე Mein Goethe.de, გვერდის შუა ნაწილში განთავსებულ რუბრიკებს შორის აარჩიეთ "ჩემი Onleihe“, შედით ამ რუბრიკაში და დააწკაპუნეთ ღილაკზე “რეგისტრაცია“.
>> როგორც ბიბლიოთეკა აარჩიეთ Goethe-Institut.
>> შედით იმ ელ.-მისამართითა და პაროლით, რომლითაც დარეგისტრირებული ხართ ინტერნეტპლატფორმაზე Mein Goethe.de.
ნაბიჯი მე-5: მედიაერთეულის ჩამოტვირთვა
ახლა უკვე შესული ხართ ციფრულ ბიბლიოთეკაში! მენიუში აარჩიეთ „ძიება“, რათა მოძებნოთ და ჩამოტვირთოთ თქვენთვის სასურველი მასალები.
ნაბიჯი მე-6: გამოყენების პირობების დადასტურება
მედიაერთულის/მასალის პირველად ჩამოტვირთვის დროს პროგრამა ავტომატურად გთხოვთ მონაცემთა დაცვისა და მათი გამოყენების პირობებზე დასტურს. გთხოვთ დაუდასტუროთ თქვენი თანხმობა.
Onleihe: დახმარება ფორმულარის გამოყენებით
თქვენი Onleihe ციფრული ბიბლიოთეკა ახლა გამოყენებისათვის მზადაა. თუ მისი გააქტიურებისას ან გამოყენებისას სირთულეები შეგექმნათ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ამ ფორმულარის საშუალებით. მზად ვართ დაგეხმაროთ!
გისურვებთ ჩვენს ციფრულ შემოთავაზებებში წარმატებულ ძიებას.