კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის:
- კონკურსში მონაწილე ორგანიზციებს წვლილი შეაქვთ სახელოვნებო თავისუფლების და პლურალისტური საზოგადოების განმტკიცების საქმეში
- მინიმუმ ბოლო სამი წლის განმავლობაში წარმატებით ახორციელებენ ორგანიზაციულ საქმიანობას (ეს საქმიანობა ორი სამოქალაქო-საზოგადოებრივი სარეკომენდაციო წერილით - Civil Society Statements - უნდა იყოს დადასტურებული)
- გააჩნიათ გოეთეს ინსტიტუტთან, გერმანიის საელჩოსთან, ს.ფიშერის ფონდთან ან რობერტ ბოშის ფონდთან თანამშრომლობის გამოცდილება, რომელიც მათ მიერ წერილობით - Institutional Statement - უნდა იყოს დადასტურებული
- პანდემიის გამო შეეზღუდათ საქმიანობა და არ გააჩნიათ დაფინანსების სხვა წყარო
- აქვთ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისაგან თანხების მიღებისა და გერმანული კანონმდებლობის და ანტიკორუფციული სტანდარტების გათვალისწინებით თანხების განკარგვისა და ანგარიშვალდებული საქმისწარმოების უნარი
- არ მიმდინარეობს სამართლებრივი საქმისწარმოება ორგანიზაციის გაკოტრების თაობაზე
- არ არიან დარეგისტრირებული ევროკავშირის ქვეყანაში, აშშ-სა ან კანადაში.
განმცხადებლები უნდა დარეგისტრირდნენ
ამ ბმულზე, რის შემდეგაც ისინი მათ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებენ დადასტურებების წერილს, რომლის გააქტიურების შემდეგაც International Relief Fund 2021-ის გვერდზე გადავლენ.
2021 წლის საერთაშორისო დახმარების ფონდთან დაკავშირებული ზოგადი კითხვებით მიმართეთ:
hilfsfonds2021@goethe.de