მყინვარების მუსიკა II

Glechtermusik II © Foto: Goethe-Institut Glechtermusik II Foto: Goethe-Institut

მუსიკალური პროექტი

მყინვარები სულს ღაფავენ, თუმცა სიცოცხლეს უხმოდ როდი ესალმებიან. საქართველოსა და სომხეთში „გოეთეს ინსტიტუტის“ წარმომადგენლობათა მიერ განხორციელებული პროექტის, „მყინვარების მუსიკის“ ფარგლებში გამართული კონცერტების, ვიდეო და ხმოვანი ინსტალაციების შთაგონების წყარო მყინვართა დნობის ხმა და სულისშემძვრელი იერსახეა.
 
პროექტი აქტიურად მონაწილეობს მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროების ურთიერთდაკავშირების საქმეში და იმის გაცნობიერებაში გვეხმარება, თუ როგორ სპობს ადამიანი პირველქმნილ გარემოს. „მყინვარების მუსიკა“ ცენტრალურ აზიაში  „გოეთეს ინსტიტუტმა“  2013 წელს ტიან-შანის მთებში მოწყობილი ექსპედიციით დაიწყო, რომლის წევრებმა აუდიოჩანაწერები ზღვის დონიდან 3500 მეტრის სიმაღლეზე გააკეთეს. მყინვარის ლღობის ხმა რომ ჩაეწერათ, პროექტის მონაწილეებმა უკიდურესად მგრძნობიარე მიკროფონები ალმათის მახლობლად მდებარე ტუჯუკსუს მყინვარის ნაპრალებში მოათავსეს. ექსპედიციას ცენტრალურაზიელი და ევროპელი ხელოვანები და ჟურნალისტები ახლდნენ თან (მყინვარები სულს ღაფავენ, თუმცა სიცოცხლეს უხმოდ როდი ესალმებიან. საქართველოსა და სომხეთში „გოეთეს ინსტიტუტის“ წარმომადგენლობათა მიერ განხორციელებული პროექტის, „მყინვარების მუსიკის“ ფარგლებში გამართული კონცერტების, ვიდეო და ხმოვანი ინსტალაციების შთაგონების წყარო მყინვართა დნობის ხმა და სულისშემძვრელი იერსახეა (www.goethe.de/gletschermusik).

ამჯერად, სომხეთსა და საქართველოში გადმოვინაცვლეთ და ვიმედოვნებთ, რომ ამ დისკითა და „მყინვარის კონცერტების“ მეშვეობით, მუსიკის ენთუზიასტებსა და მთის მოყვარულებს მივაწვდენთ ხმას.

ხელოვანები რობერტ ლიპოკი (ბერლინი), ანუშკა ჩხეიძე (თბილისი), ეთო გელაშვილი (თბილისი) და ჰაიკ კაროი კარაპეტიანი (ერევანი) მუშაობდნენ სტუდიასა და მთებში და შექმნეს კომპოზიციები, რომლებიც მყინვარის მუსიკის პერფორმანსის ფუნდამენტს წარმოადგენს. ეს მაგიური მუსიკა არჩილ ბადრიაშვილისა და ლილევანის მიერ სპეციალურად პროექტისათვის გადაღებული ფოტოების ფონზე მყინვარების დნობას გადმოსცემს, ხოლო მისი მომაჯადოებელი შესრულება უძველესი კავკასიური ტრადიციებისა და თანამედროვე მუსიკის ნაზავს ქმნის.

პლატფორმა „მყინვარების მუსიკა“ ხელს უწყობს ხელოვანების, მეცნიერების, ერებისა და ტრადიციების ურთიერთთანამშრომლობას. იქმნება ახალი ტიპის მუსიკა, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შემადგენელი ცალკეული ელემენტები. მთავარ ადგილს იკავებს მულტიმედიური კონცერტები, ხოლო ვიდეოპროექციები კავკასიის მთებში მყინვარების დნობის დრამატული სიტუაციის კონტექსტს ქმნის.


2019 წელს საქართველოსა და სომხეთში ჩატარებული კონცერტები: 

28.09.2019 ბანაკი ზეთა (ჯუთა, ყაზბეგი)
30.09.2019 ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო, დრამატული თეატრი/ მცირე სცენა
2.10.2019 კლუბი “Noble Savage” , რესპუბლიკის მოედანი
4.10.2019, კომპოზიტორთა სახლი ერევანში


 
მყინვარების მუსიკა ონლაინ

2020 წელს კორონაჟამიანობას ერთი კარგი მხარე მოჰყვა, რომელიც ბუნებაზე დადებითად აისახა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ჩვენს სულ უფრო გადარეულ და გაუწონასწორებელ დროში ბუნებამ ჩვენგან „ტაიმაოუტი“ აიღო. ამის შედეგები კი სულ მალე ვიხილეთ, როდესაც ჰაერი და წყალი გაიწმინდა, და როცა დელფინები თუ პინგვინები ისევ ადამიანის სიახლოვეს გამოჩნდნენ. ცხადია მყინვარების დნობას ასე სწრაფად ვერაფერი შეაჩერებს, მაგრამ ამ იძულებითი პაუზის დროს, იმის საშუალება მოგვეცა, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრებულვიყავით ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობებზე და იმაზე, თუ რა შეიძლება ჩვენითვე შევცვალოთ და სხვანაირად წავმართოთ.
2019 წელს პროექტმა სახელად „მყინვარების მუსიკა“ ტიანშანის მთებიდან კავკასიაში გადმოინაცვლა. გერმანელმა ხელოვანებმა, ლილევანმა და რობერტ ლიპოკმა ყინულის დნობის ჰანგები ქართულ და სომხურ მთებთან მოიყვანეს ჰარმონიაში. ყოველი წარმოდგენა უნიკალური და განუმეორებელი სიმბიოზი იყო ანუშკა ჩხეიძის და რობერტ ლიპოკის ელექტრონული მუსიკის, ჰაიკო კარაპეტიანის მიერ დაკრული სომხური დუდუკისა, ეთო გელაშვილის ნამღერი ქართული სიმღერის და ლილევანის საოცარი ვიზუალური პერფორმანსისა. ოთხივე კონცერტი ჯუთაში, ქუთაისში, თბილისსა და ერევანში სულ განსხვავებულ ადგილებში ჩატარდა და პუბლიკაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.
კონცერტები დაგეგმილია ასევე ბათუმსა და ბაქოში, იქ სადაც გამდნარი მყინვარების წყლები ზღვაში ჩაედინება. მანამდე კი პროქტი „მყინვარების მუსიკა 2“ სხვადასხვა დიგიტალური ფორმატების მეშვეობით უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდება ხელმისაწვდომი. ვიმედოვნებთ, რომ ამით კიდევ ერთხელ გაჟღედება ხელოვანების და მათი ნაშრომის ძირითადი მესიჯი, რომელიც კორონას ეპოქაში გავიაზრეთ: ის რომ ჩვენ გვძალგვიძს, გლობალურის დათბობის საწინააღმდეგოდ მოქმედება, თუკი კიდევ ერთხელ დავფიქრდებით ჩვენი ცხოვრების ნირსა და ჩვეულებეზე და კიდევ უფრო გაფრთხილებით მოვეპრყრობით გარემოს. 
ჩვენს დიგიტალურ აუდიტორიას კი ამით ვუსურვებთ სასიამოვნო წუთებს გერმანელი, ქართველი და სომეხი ხელოვანების ამ უჩვეულო პერფორმანსის და მათი ჩანაწერების მოსმენისას.