განაცხადის შემოტანა შეუძლიათ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს (18 წლის ზემოთ) და სახელოვნებო ორგანიზაციებს შემდეგი ქვეყნებიდან:
აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქმენეთი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
პროგრამის ფარგლებში გერმანულ სახელოვნებო ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიწვიონ კულტურის სფეროს წარმომადგენლები ჩამოთვლილი ქვეყნებიდან გერმანიაში.
სამოგზაურო სტიპენდია ხელს უწყობს კულტურის სფეროს წარმომადგენლების გაცვლით ვიზიტებს როგორც
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ასევე მათ სტუმრობას გერმანიაში.
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ პროგრამა არ ითვალისწინებს ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეთა მოწვევას გერმანიიდან აღნიშნულ ქვეყნებში.
• პროგრამა 1 ინდივიდუალური სამოგზაურო პროგრამაა და გათვლილია კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე (მხატვრები, კურატორები, სამხატვრო ხელმძღვანელები, პროდიუსერები, პროექტების ხელმძღვანელები და ა.შ.), რომლებიც გერმანიაში ან
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში კულტურულ ღონისძიებებში აპირებენ მონაწილეობას.
• პროგრამა 2 გათვლილია გერმანიის ან
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სახელოვნებო ორგანიზაციებებზე, რომლებსაც ამ რეგიონის ქვეყნებიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლების მოწვევა სურთ.
მოგზაურობის შესაძლო მიზნები:
- აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებებში, ასევე საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია (მაგ.: კინოს, ცეკვის ან თეატრის ფესტივალის ფარგლებში, კულტურულ-პოლიტიკურ დისკუსიებში, სიმპოზიუმებსა ან გამოფენებზე)
- სემინარებსა და ვორკშოპებში მონაწილეობა პროფესიული განვითარების მიზნით
- კვლევებითი სამუშაო და გამოცდილების გაზიარება პოტენციურ პარტნიორებთან, ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით
განაცხადის შეტანის პირობები და ვადები
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შემოიტანონ განაცხადი
2021 წლის 2 მაისის ჩათვლით, მოსკოვის დროით 23:59 საათამდე (მოგზაურობებისათვის, რომლებიც დაგეგმილია 2021 წლის 15 ივლისიდან 15 დეკემბრის ჩათვლით).
რეგიონული მობილობის ფონდის საორგანიზაციო სამუშაოს ახორციელებს მოსკოვის გოეთეს ინსტიტუტი. შემოსული დოკუმენტები მოწმდება, არიან თუ არა ისინი თანხვედრაში განაცხადის მოცემულ კრიტერიუმებსა და მიზნებთან, როგორც შინაარსობრივად, ისე ფინანსურად.
გადაწყევეტილებას იღებს რეგიონის გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლებისაგან და მოწვეული ექსპერტებისაგან შემდგარი ჟიური. ჟიურის გადაწყვეტილება გამოცხადდება არაუგვიანესს 6 კვირისა განაცხადების შეტანის დამთავრებიდან. შედეგები გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმები
- განაცხადის შინაარსობრივი მხარე
- თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილი
- შინაარსისა და ფორმატის სიახლე
- აქტუალური საზოგადოებრივი დისკურსის განვითარებაზე მიმართული პროექტები
- წინასწარი საინფორმაციო ვიზიტები სამომავლო ერთობლივი პროექტების შემუშავებისთვის
- თემატური კავშირი გერმანულ კულტურასთან (სავალდებულოა გერმანიაში სამოგზაურო სტიპენდიის განაცხადის შემთხვევაში); ხოლო რეგიონის შიგნით სამოგზაურო სტიპენდიის მისაღებად აუცილებლელია მასპინძელი ქვეყნის კულტურის სცენის ჩართულობა პროექტში
- მნიშვნელოვანი თემებია
- გენდერული თანასწორობა, ინკლუზია
- ეკოლოგია, მდგრადი განვითარება
- მომავალი: როგორ შემოდის სიახლე ჩვენს ცხოვრებაში? (პროექტები ექსპერიმენტული ფორმატების გამოყენებით)
2019-2020 წლის სტიპენდიანტებს კონკურსში განმეორებითი მონაწილეობის მიღება სამი წლის შემდეგ შეუძლიათ.
პროგრამა არ უწყობს ხელს კომერციულ წამოწყებებს.
განაცხადის შეტანის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნონ განაცხადი (დოკუმენტების ჩამონათვალი იხილე ქვემოთ) ელექტრონული ფოსტის მისამართზე
sinaida.shershun@goethe.de 2021 წლის 2 მაისის ჩათვლით, მოსკოვის დროით 23:59 საათამდე.
გაითვალისინეთ, რომ გერმანიაში გამგზავრების მსურველებმა განაცხადი უნდა შეავსონ მხოლოდ გერმანულ ან ინგლისურ ენებზე.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის მოგზაურობის მსურველებს შეუძლით განაცხადი წარმოადგინონ გერმანულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე.
პროგრამა 1: ინდივიდუალური განმცხადებლები (კულტურის სფეროსა და სახელოვნებო ორგანიზაციების წარმომადგენლები)
1. განაცხადის ფორმა 1
გერმანულად /
ინგლისურად /
რუსულად
2. მიმღები ორგანიზაციის მოწვევა (მისი არსებობის შემთხვევაში)
3. განაცხადში აღწერილი პროექტის 4-6 ფოტო
პროგრამა 2: სახელოვნებო ორგანიზაციებისათვის
1. განაცხადის ფორმა 2
გერმანულად /
ინგლისურად /
რუსულად
2. განაცხადში აღწერილი პროექტის/მოწვეული პიროვნების/ჯგუფის 4-6 ფოტო PDF ფორმატში.
გამარჯვებული სტიპენდიანტები (როგორც ინდივიდუალური განმცხადებლები, ასევე ორგანიზაციები), გოეთეს ინსტიტუტთან გააფორმებენ ხელშეკრულებას, რომელშიც ორივე მხარის ვალდებულებები დეტალურად იქნება გაწერილი.
სტიპენდიანტები ვალდებულნი არიან გოეთეს ინსტიტუტს დროულად წარუდგინონ ვიზის მისაღებად საჭირო სავალდებულო დოკუმენტაცია.
მოგზაურობის დაგეგმვისას სტიპენდიანტი ვალდებულია რეალურად გათვალოს დრო, რომელიც საჭიროა ამ მოგზაურობის მოსამზადებლად და ორივე მხარეს მიერ ყველანაირი ფორმალობის მოსაგვარებლად. სტიპედიის მიღების თანხმობასა და მოგზაურობის დაწყებას შორის უნდა იყოს 2-დან 4 კვირამდე შუალედი (იმ შემთვევაში, თუ სტიპენდიანტს სჭირდება ვიზა).
მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ სტიპენდიანტი/სახელოვნებო ორგანიზაცია ვალდებულია გოეთეს ინსტიტუტს წარუდგინოს მოგზაურობის შინაარსობრივი და ფინანსური ანგარიშები, მათ შორის ფოტო და საგაზეთო დოკუმენტაცია პროექტის შესახებ.
მომწვევი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ბეჭდურ მედიასა და საკუთარ ინტერნეტგამოცემებში მიუთითონ გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერაზე.
სტიპენდიანტები თავად გეგმავენ და ახორციელებენ მოგზაურობებს.