2022 წლის შემოდგომაზე ონლაინ კურსებთან ერთად დასწრებულ კურსებსაც გთავაზობთ. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გოეთეს ინსტიტუტში ენა შეისწავლოთ როგორც დასწრებულ, ასევე ონლაინ და შერეულ კურსებზე (შერეული კურსების შემთხვევაში გაკვეთილი მონაცვლეობით გოეთეს ინსტიტუტსა და ზუმის სასწავლო პლატფორმაზე ჩატარდება). კორონა ვირუსის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში ყველა კურსი გადავა სრულ ონლაინ ფორმატში.
დეტალური ინფორმაცია კურსის საფეხურებისა და ფორმატის შესახებ იხილეთ ქვემოთ:
 

ენის დონის დასადგენი ტესტი

თუ თქვენ უკვე ფლობთ გერმანულ ენას, შეგიძლიათ გაიაროთ 25 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე ენის დონის დასადგენი ტესტი ონლაინ. ტესტის წერილობითი ნაწილის შემდეგ გექნებათ ზეპირი გასაუბრება გოეთეს ინსტიტუტის პედაგოგთან, ამავდროულად შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაციაც და შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი ენის კურსი.  
შეფასდება ტესტები და ზეპირ გასაუბრებაზე მოწვევას მიიღებენ ის მონაწილეები, რომლებიც ტესტირებას მხოლოდ ტესტირებისათვის მოცემულ ვადაში შეასრულებენ.   
ტესტირება ენის დონის დასადგენი ონლაინ ტესტი უფასოა.