აქტუალური ინფორმაცია: კორონა

გერმანული ენის კურსები

სტუდენტებისა და მოსწავლეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გადავდივართ დისტანციური სწავლების ფორმატზე. სასწავლო პროცესი წარიმართება დისტანციურად - ჩვენს სასწავლო პლატფორმაზე მუშაობისა და ონლაინ სესიების ფორმით.

ჩვენთან ისწავლით გერმანულ ენას უკვე ონლაინ ფორმატში.

გერმანული ენის გამოცდები

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში საგამოცდო პროცესი განახლდა!

რომელი გამოცდა რა დროს და რა რეგულაციებით ჩატარდება, შეგიძლიათ იხილოთ საგამოცდო რუბრიკაში:

დაჯავშნეთ და ჩააბარეთ თქვენთვის სასურველი გამოცდა!

გამოცდებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვა შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე:

Pruefungen-tbilissi@goethe.de

კვალიფიკაციის ამაღლება გერმანული ენის მასწავლებლებისთვის

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში დროებით შეჩერებულია კვალიფიკაციის ამაღლების სემინარების ჩატარება. მალე შეძლებისდაგვარად შემოგთავაზებთ სემინარებს ონლაინ ფორმატში. განახლებული განრიგისა და ფორმატის  შესახაბ  ინფორმაციას მიიღებთ ჩვენი ვებგვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით. დარეგისტრირებული მასწავლებლები მიიღებენ ინფორმაციას ელექტრონულ ფოსტაზე. შეკითხვები გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე:
sbbko1-tbilissi@goethe.de

ღონისძიებები

ჩვენი ღონისძიებები გადაიდო ან გაუქმდა. დეტალური ინფორმაციას გამოქვეყნებულია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის საკომუნიკაციო არხებზე:

კულტურა კრიზისის დროს


ბიბლიოთეკა

გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკა ღიაა, ჩვენს მედიებზე ხელი მიგიწვდებათ ასევე Onleihe-ს საშუალებით. ბიბლიოთეკის მომსხურებასთან დაკავშირებული კითხვებით მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე:
Bibliothek-Tbilissi@goethe.de

ზოგადი ინფორმაცია

სიახლეების შესახაბ ინფორმაციას მიიღებთ ჩვენი ვებგვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით. ზოგადი შეკითხვებისათვით მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე:
Info-tbilissi@goethe.de

ხშირად დასმული შეკითხვები

ისწავლეთ, იკითხეთ და მოიპოვეთ ინფორამცია ონლაინ