კავკასიის მრავალფეროვნება

კავკასიის ბიომრვალაფეროვნება

სამხრეთ კავკასიის საზაფხულო ბანაკის მონაწილე სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი მოსწავლეები ერთმანეთს შემოდგომაზე ისევ შეხვდნენ. მონაწილეებმა მშობლიურ რეგიონებში ბიომრავალფეროვნების თემაზე განხორციელებული პროექტები  წარმოადგინეს, კავკასიის ბუნების დაცვის სამომავლო ხედვები შეიმუშავეს და ერთობლივი ქარტიაც ჩამოაყალიბეს.
 

Gemeinsam für Vielfalt im Kaukasus Bildergalerie
სამხრეთ კავკასიის საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი ძირითადად ისეთ თემებს ეძღვნება, როგორიცაა გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება და ბიომრვალფეროვნება.  საზაფხულო ბანაკის ჩატარება ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომელიც ყოველწლიურად ვენის აგრარული და გარემოს პედაგოგიკის უმაღლესი სასწავლებლის მხარდაჭერით ტარდება და სამხრეთ კავკასიაში PASCH-ის პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას წარმოადგენს.
 
2019 წელს საზაფხულო ბანაკში 41 სომეხმა, აზერბაიჯანელმა და ქართველმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ცხრა დღის განმავლობაში მოსწავლეებმა დაივიწყეს საზღვრები, ისინი ერთად სწავლობდნენ გერმანულ ენას და მუშაობდნენ ბუნების და გარემოს დაცვის პროექტებზე..
 
რამდენი სხვადასხვა მწერის პოვნა შეიძლება ერთ ბუჩქში? შეიძლება თუ არა, რომ ნარჩენები რესურსად გამოვიყენოთ? რატომ კვდებიან ცხოველები? სად მიფრინავენ ფრინველები? ამგვარი საკითხებით იყვნენ მოსწავლეები დაკავებული, პროექტებზე მუშაობა და ამ კითხვებზე პასუხების ძიება ძირითადად ბუნებაში, ღია ცის ქვეშ ხდებოდა და, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვა წინა პლანზე იყო წამოწეული.
 
მშობლიურ რეგიონებში ბიომრავალფეროვნების თემაზე განხორციელებული პროექტები 


იმისთვის, რომ მოსწავლეების ყურადღება კიდევ უფრო მეტად გაგვემახვილებინა გარემოს დაცვაზე, მათ მიეცათ დავალება, შეესწავლათ მშობლიური რეგიონის ბიომრვალფეროვნება, ემუშავათ პროექტებზე და წარედგინათ ისინი სკოლებში, რის შედეგადაც შეიქმნა ძალიან საინტერესო პროექტები: მაგალითად საქართველოში, მოწამეთაში მოსწავლეებმა ბზის დამწვრობა შეისწავლეს, სომხეშთი სამკურნალო ბალახები, ხოლო აზერბაიჯანში კი კუნძულ პირალაჰის ბინადარი გველები გამოიკვლიეს.

კავკასიის დაცვის ერთობლივი ქარტია
 

განხორციელებული პროექტებით ხელდამშვენებული მოსწავლეები ოქტომბრის დასაწყისში თბილისში ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.  შეხვედრის ძირითადი თემა იყო „კავკასიის ბიომრავალფეროვნება“, მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი პროექტები და შეიმუშავეს პრობლემების გადაჭრის სამომავლო გზები. დიაპოზიტივის საშუალებით მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარმოადგინეს, თუ როგორ წარმოუდგენიათ მთის სამყარო 30 წლის შემდეგ.  დასასრულს მოსწავლეებმა კავკასიის დაცვის ერთობლივი ქარტია ჩამოაყალიბეს,შეიმუშავეს თავიანთი მოთხოვნები მოხმარების, ნარჩენების, მობილობისა და კლიმატის დაცვის საკითხებში. 
 
ამ საინტერეოს შეხვედრის მოდერატორები ვენის აგრარული და გარემოს პედაგოგიკის უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები პროფ. ვილი ლინდერი და დრ. ბირგიტ კარე იყვნენ.