ხიდი განათლებისკენ
პირდაპირი გზა გერმანიის უნივერსიტეტებისკენ!
გერმანიაში უმაღლესი განათლების მიღება განათლების მაღალი ხარისხისა და სამომავლოდ წარმატებული კარიერის გარანტიაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ფასიანი პროგრამა "ხიდი განათლებისკენ" უზრუნველყოფს გერმანიაში პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შესაძლებლობას ყოველგვარი მოსამზადებელი კურსების გავლისა და მისაღები გამოცდების ჩაბარების გარეშე.
2015 წლიდან გერმანული პარტნიორი უნივერსიტეტები ყოველწლიურად გამოყოფენ ადგილებს პროგრამაში "ხიდი განათლებისკენ" ჩართული მოსწავლეებისათვის. მოსამზადებელი პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეებს შეუძლიათ სკოლის დამთავრებისთანავე განაცხადი გააკეთონ გერმანიაში პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად. პროექტის მონაწილეებისთვის გამარტივებულია უნივერსიტეტში განაცხადის წარდგენის პროცედურა. ასევე, ადგილზე სარგებლობენ სპეციალური მეურვეობის პროგრამით.
"ხიდი განათლებისკენ" არის თვითდაფინანსებული ონლაინ პროგრამა, მისი მიზანი გერმანიაში სწავლის გაგრძელების მსურველი მოსწავლეების, როგორც სოციალურ, ასევე სასწავლო გარემოში ადაპტაციისთვის მომზადებაა. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მე-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება ტექნიკურ (მათემატიკა, ინფორმატიკა) და საბუნებისმეტყველო საგნებში და ფლობენ გერმანულ ენისას B2 დონეზე. გერმანული ენის შესწავლა, შეასძლებელია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში.
დაწვრილებითი ინფორმაცია გერმანიის პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლის შესახებ იხილეთ ამ ბუკლეტში.
ხიდი განათლებისკენ
მოდული | მოკლე აღწერა | განრიგი |
ინტერკულტურული ტრენინგი „Fit für das Studium in Deutschland“ |
ონლაინ კურსი გერმანიის სოციალურ და სასწავლო გარემოში მოსწავლეების ადაპტაციისათვის. ფორმატი: Moodle-ის სასწავლო პლატფორმა. ხანგრძლივობა: 4 კვირა (24 აკად. საათი) მიმდინარეობს ტუტორების მეთვალყურეობით. |
22.10.- 18.11.18 |
სპეცკურსი ტერმინოლოგიაში | ონლაინ კურსი ტექნიკურ ტერმინოლოგიაში. ფორმატი: Moodle-ის სასწავლო პლატფორმა. შეთავაზებაშია 7 სხვადასხვა მოდული (მათემატიკა, ინფორმატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ტექნიკა და ეკონომიკა). თითოეული მოდულის ხანგრძლივობა: 5 კვირა (40 აკად. საათი). კურსის ფარგლებში ტუტორები გაუწევენ კონსულტაციებს მონაწილეებს. |
26.11. – 23.12.18 |
TestDaF-ის გამოცდის მოსამზადებელი კურსი | ონლაინ კურსი TestDaF - ენის გამოცდაში მოსამზადებლად (კითხვა, მოსმენა, წერა საუბარი). ფორმატი: Moodle-ის სასწავლო პლატფორმა. ხანგრძლივობა: 4 კვირა (20 აკად. საათი. მოიცავს სამ სავალდებულო ვირტუალურ მეცადინეობას. მიმდინარეობს ტუტორების მეთვალყურეობით. *კურსის გავლა შესაძლებელია ასევე გოეთეს ინსტიტუტში |
2019 წლის იანვარი |
TestAS - ის გამოცდის ფორმატ-ტრენინგი | ონლაინ კურსი TestAS -ის გამოცდის ფორმატის, სტრუქტურის, შინაარსის, დავალებების გასაცნობად. ფორმატი: Moodle-ის სასწავლო პლატფორმა. ხანგრძლივობა: 2 კვირა (12 აკად. საათი) მიმდინარეობს ტუტორების მეთვალყურეობით. *კურსის გავლა შესაძლებელია ასევე გოეთეს ინსტიტუტში |
2019 წლის თებერვალი |
TestDaF | TestDaF-ი (ტესტი გერმანული როგორც უცხო ენა) არის საერთაშორისო ენის გამოცდა. TestDaF-სერტიფიკატი მოითხოვება გერმანულ უნივერსიტეტებში ენის ცოდნის დამადასტურებლად. www.testdaf.de |
1-ლი გამოცდა: 12.02.2019 მე-2 გამოცდა: 10.04.2019 |
TestAS | TestAS-ი ცენტრალური, სტანდარტული უნარ-ჩვევების გამოცდა, გამოსაცდელის კოგნიტიურ უნარებს შესაფასებლად. TestAS-ი შედგება ძირითადი ნაწილისა და საგნობრივი მოდულისგან. www.testas.de |
1-ლი გამოცდა: 7.03.2019 მე-2 გამოცდა: 27.04.2019 |
პროგრამის მონაწილეებისთვის TestDaF-ისა და TestAS-ის გამოცდების ჩაბარება სავალდებულოა. გამოცდების საფასური კურსის ჯამურ თანხაში გათვალისწინებული არა არის. (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის განსაკუთრებულ მოთხოვნებს).
მოდულების წარმატებულად დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილეებს შეეძლებათ, განაცხადი წარადგინონ გერმანულ პარტნიორ უნივერსიტეტში (იხ. უნივერსიტეტების ჩამონათვალი).
- განაცხადის შემოტანისას დასრულებული 11 კლასი
- გერმანული ენის ცოდნა სულ მცირე B2 დონეზე (დადასტურებული გოეთეს სერტიფიკატით)
- გერმანიაში სწავლის გაგრძელების მაღალი მოტივაცია (სამოტივაციო წერილი)
- მაღალი აკადემიური მოსწრება ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში
- მონაწილეობა სასკოლო ოლიმპიადებში, კონკურსებში, რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში
- სოციალური აქტივობა (მოხალისეობრივი საქმიანობა)
- მშობლის ან მეურვის წერილობითი თანხმობა
- ზეპირი გასაუბრება
განაცხადის წარდგენის ვადები: 1.09.2019–30.09.2019
პროგრამის დასაწყისი: 21.10.2019
პროგრამის ღირებულება: 1.500 ლარი
ონლაინ ფორმულარი
ბონ-რაინ-ზიგის უმაღლესი სასწავლებელი
ზიგენის უნივერსიტეტი
პარტნიორი უნივერსიტეტები 2019/2020 წლის ზამთრის სემესტრისათვის პროექტის მონაწილეებს სთავაზობს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას შემდეგ მიმართულებებზე (ვიტოვებთ სპეციალობების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის უფლებას):
ბოხუმის რურის უნივერსიტეტი
გამოყენებითი ინფორმატიკა -1
სამშენებლო ინჟინერია -2
ბიოქიმია-1
ბიოლოგია -1
ქიმია -1
ელექტროტექნიკა და IT -2
გეოგრაფია -1
გეომეცნიერებები -1
IT უსაფრთხოება / საინფორმაციო ტექნოლოგია -1
მანქანათმშენებლობა -2
მათემატიკა -1
ფიზიკა -1
გაყიდვების ინჟინერია და პროდუქციის მენეჯმენტი -2
გარემოს ტექნოლოგია და რესურსების მენეჯმენტი -2
დორტმუნდის ტექნიკური უნივერსიტეტი
გამოყენებითი ინფორმატიკა -1
მონაცემთა ანალიზი და მენეჯმენტი - 1
ელექტრო და საინფორმაციო ტექნიკა - 2
ინფორმატიკა -1
საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიები -2
მანქანათმშენებლობა (NC-Studiengang) -2
მათემატიკა - 1
ფიზიკა - 1
სტატისტიკა - 1
ტექნიკური მათემატიკა - 1
ეკონომიკური მათემატიკა - 1
დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტი
ფიზიკა - 1
მათემატიკა - 1
ეკონომიკური მათემატიკა - 1
ტექნიკური მათემატიკა - 1
ელექტროტექნიკა და IT - 2
ენერგეტიკის მეცნიერება (სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე) -1
ნანოინჟინერია - 2
ჰიდროლოგია: ქიმია, ანალ8იტიკა, მიკრობიოლოგია - 1
ბონ-რაინ-ზიგის უმაღლესი სასწავლებელი
ქიმია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - 1
ზიგენის უნივერსიტეტი
სამშენებლო ინჟინერია - 2
ქიმია - 1
ელექტროტექნიკა - 2 ან 1
ტრანსპორტთმშენებლობა - 2
ინფორმატიკა - 1 ან 2
მანქანათმშენებლობა- 2
მათემატიკა - 1
ფიზიკა - 1
ეკონომიკური ინჟინერია - 2
შენიშვნა: ციფრები 1 და 2 აღნიშავს TestAS-ის მოდულებს (1 = მათემატიკა, ინფორმატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, 2 = საინჟინრო მეცნიერებები)
ეკონომიკური მეცნიერებები
- „საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება“ - 3
- „სამართალი და ეკონომიკა │ეკონომიკა და სამართალი“ - 3
ვიადრინას უნივერსიტეტის განსაკუთრებული მოთხოვნები:
- TestDaF-ისა და TestAS-ის გამოცდები 2019 წლის თებერვალში
- მომავალი სტუდენტების შერჩევა TestDaF-ისა და TestAS-ის გამოცდების შედეგებისა და უნივერსიტეტში გასაუბრების საფუძველზე
- წინამოსამზადებელი კურსი ვიადრინას უნივერსიტეტში 2019 წლის ზაფხულში
- გამოცდა წინამოსამზადებელი კურსის დასრულების შემდეგ
- ჩარიცხვა უნივერსიტეტში
პროგრამაში "ხიდი განათლებისკენ" მონაწილეობის მისაღებად საჭიროა Goethe-Zertifikat B2.
2. შეუძლია თუ არა, ყველა მოსწავლეს მიიღოს მონაწილეობა პროგრამაში "ხიდი განათლებისკენ"?
პროგრამის ყველა მოდული ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც მას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. პროგრამაში მონაწილეობისთვის სავალდებულო TestDaF-სა და TestAS-ის გამოცდაზე, უნდა დარეგისტრირდეთ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში.
3. მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც ჯერ არ ფლობენ B2 დონის სერტიფიკატს, როგორ შეუძლიათ ჩაერთონ პროგრამაში?
კარგი იქნება, თუ ახლავე შეუდგებით გერმანული ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებას. საქარაველოს გოეთეს ინსტიტუტს აქვს სხვადსხვა ტიპის ენის შემსწავლელი კურსები. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი კურსი და დარეგისტრირდით.
4. რა ღირს პროგრამაში "ხიდი განათლებისკენ" მონაწილეობა?
სრული კურსის ღირებულებაა 1500,00 ლარი. ღირებულებაში არ შედის TestDaF-ისა და TestAS გამოცდის საფასური. გოეთეს ინსტიტუტი საკუთარ თავზე არ იღებს ვიზის მოსაკრებელს, უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და უნივერიტეტში სწავლის ხარჯებს.
Download
- Informationen für Kandidaten und Ihre Eltern_Studienbrücke_DE (PDF, 663 kB)
- Informationen für Kandidaten und ihre Eltern_Studienbrücke_GEO (PDF, 699 kB)
- Informationen für Kandidaten und Ihre Eltern_Studienbrücke_RU (PDF, 738 kB)
- Häufig gestellte Fragen zum Studium in Deutschland_DE (PDF, 252 kB)
- Häufig gestellte Fragen zum Studium in Deutschland_GEO (PDF, 483 kB)
- Häufig gestellte Fragen zum Studium in Deutschland_RU (PDF, 512 kB)
- Präsentation UA Ruhr_DE (PDF, 732 kB)
- Präsentation UA Ruhr_RU (PDF, 2 MB)
- Studieren an der Ruhr-Universität Bochum_DE (PDF, 1 MB)
- Studieren an der Ruhr-Universität Bochum_GEO (PDF, 2 MB)
- Studieren an der Ruhr-Universität Bochum_RU (PDF, 2 MB)
- Technische Universität Dortmund_DE (PDF, 2 MB)
- Technische Universität Dortmund_GEO (PDF, 2 MB)
- Technische Universität Dortmund_RU (PDF, 2 MB)
- Präsentation Universität Duisburg-Essen_DE (PDF, 2 MB)
- Präsentation Universität Duisburg-Essen_GEO (PDF, 2 MB)
- Präsentation Universität Duisburg-Essen_RU (PDF, 2 MB)
- Präsentation Hochschule Bonn-Rhein-Sieg_DE (PDF, 57 MB)
- Präsentation Hochschule Bonn-Rhein-Sieg_GEO (PDF, 4 MB)
- Präsentation Hochschule Bonn-Rhein-Sieg_RU (PDF, 4 MB)
- Präsentation Europa-Universität Viadrina_DE (PDF, 3 MB)
- Präsentation Europa-Universität Viadrina_GEO (PDF, 1 MB)
- Präsentation Europa-Universität Viadrina_RU (PDF, 1 MB)
- Hochschule Bonn-Rhein-Sieg_Erste Eindrücke vom Studium von Mikhail Rybkin (PDF, 554 kB)