ბავშვთა და მოზარდთა კურსები

Goethe-Institut Jugendkurs Foto: Goethe-Institut/Bernhard Ludewig

ვისწავლოთ გერმანული ენა თამაშით

ენის აქტიური განცდა და გამოყენება როლური თამაშების დროს, ინტერვიუებსა და პროექტებში. 

ვადები და ფასები

საბავშვო კურსები

საგაზაფხულო, საზაფხულო და საშემოდგომო კურსები ბავშვებისთვის

14 კვირა
1 გაკვეთილი კვირაში, შაბათობით.
ყოველ შაბათს 3 აკადემიური საათი (ერთი აკადემიური საათი შეადგენს 45 წუთს).
სულ 42 აკადემიური საათი 14 შაბათის განმავლობაში
წინსვლა 0,25 საფეხური ( GER - საერთო ევროპული ჩარჩო)
კურსის საფასური:   360 ლარი

გთავაზობთ გერმანული ენის კურსებს 8-დან 11 წლამდე ბავშვებისათვის. აქ პატარებს შეეძლებათ თამაშზე აგებული მეთოდიკით, ხალისით დაეუფლონ უცხო ენას. კურსზე მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ბავშვს, როგორც დამწყებს, ასევე ენის მცოდნეს.
ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევები ადასტურებენ, რომ ბავშვები ენების შესწავლის შესანიშნავ უნარს ავლენენ, თუ მათ შესაფერისი პედაგოგიური და დიდაქტიკური პირობები აქვთ შექმნილი გოეთეს ინსტიტუტი მშობლებს თავიანთი შვილებისათვის სწორედ ამ პირობებს სთავაზობს.

რეგისტრაცია:
04.09. - 12.09.2019  
(10:00 - 17:00 საათი)

ტესტირება:    
09.09. - 12.09.2019  
(10:00 - 17:00 საათი)

ერთი ტრიმესტრი გრძელდება 14 კვირა.

გამონაკლისი:
ზაფხულის ტრიმესტრი გრელდება  8 კვირა, რომ კურსი დასრულდეს არაუგვიანეს ივლისის დასაწყისში. დარჩენილი აკადემიური საათების რაოდენობა ჩატარდება კვირა დღეებზე ან ინტენსიურად ივნისის შუა რიცხვებიდან არდადეგებზე სკოლის მეცადინეობების დასრულების შემდეგ.

ტრიმესტრის ხანგრძლივობა:
16.09.2019 - 21.12.2019

მობრძანდით კონსულტაციაზე ენის კურსების განყოფილებაში და მიიღეთ მეტი ინფორმაცია საბავშვო კურსების შესახებ.
 

Video wird geladen
Foto:Goethe-Institut-Georgien

მოზარდთა კურსები

გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში გთავაზობთ გერმანული ენის კურსებს 12–დან 16 წლამდე მოზარდთათვის.

რეგისტრაცია გამგრძელებლებისათვის
ისინი ვინც უკვე სწავლობენ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში და აპირებენ სწავლა გააგრძელონ შემდეგ ტრიმესტრში, ენიჭებათ პრიორიტეტი პირველები ჩაეწერონ კურსებზე. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი ლოდინის დრო, გთავაზობთ შემდეგ სარეგისტრაციო ვადებს:

04.09.2019 - 06.09.2019 (10:00 - 17:00)

ტესტირება და იმავდროული რეგისტრაცია ახალი მსურველებისთვის:
თუ შენ გერმანული ენის საბაზისო ცოდნის ძალიან დაბალი დონე გაქვს ან საერთოდ არ იცი გერმანული ენა, ავტომატურად ჩაეწერები დამწყებთა კურსის A 1.1 საფეხურზე.
მსურველებს, რომლებსაც გააჩნიათ გერმანული ენის საბაზისო ცოდნა, უნდა გაიარონ ტესტირება, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება შენთვის შესაფერისი კურსის შერჩევაში. უფასო ტესტირება შედგება გრამატიკისა და სიტყვათა მარაგის ნაწილებისაგან, აგრეთვე ზეპირი გასაუბრებისაგან, მისი ხანგრძლივობაა  50 წუთი. ტესტირების დასრულების შემდეგ შეგიძლია მაშინვე გაიარო რეგისტრაცია კურსებზე.

ტესტირება და რეგისტრაცია:
09.09. - 12.09.2019
(10:00 - 17:00)

ტესტირება უფასოა.

ერთი ტრიმესტრი გრძელდება 12,5 კვირა.

ტრიმესტრის ხანგრძლივობა:
16.09.2019 - 14.12.2019

გამონაკლისი:
ზაფხულის ტრიმესტრი გრელდება  მაქსიმუმ 10 კვირა, რომ კურსი დასრულდეს არაუგვიანეს ივლისის დასაწყისში. დარჩენილი აკადემიური საათების რაოდენობა ჩატარდება კვირა დღეებზე ან ინტენსიურად ივნისის შუა რიცხვებიდან არდადეგებზე სკოლის მეცადინეობების დასრულების შემდეგ.
 
კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია ენის განყოფილებაში ნაღდი ანგარიშსწორებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სასურველ კურსზე ადგილის დაჯავშვნა შესაძლებელია კურსის საფასურის გადახდის შემდეგ.
Beste Freunde A1
Beste Freunde A2
Beste Freunde B1
Prima B2
Prima C1
 
A1, A2, B1, B2, C1 - დონეები:  12,5 კვირა, 2–ჯერ კვირაში, 2 აკადემიური საათი*

კურსის საფასური: 360 ლარი
კურსის საფასური გამოცდასთან ერთად (A1.3/A2.3/B1.3/B2.4 საფეხურებისათვის): 390 ლარი

შემოთავაზებული საფეხურები:
A1.1, A1.2, A1.3
A2.1, A2.2,  A2.3
B1.1, B1.2, B1.3
B2.1, B2.2, B2.3, B2.4
C1.1, C1.2, C1.3, C1.4
* 1 აკადემიური საათი = 45 წუთი

მეტი ინფორმაცია

კონტაქტი და რეგისტრაცია

ჩვენი ერთ-ერთი კურსით დაინტერესდით და დამატებითი ინფორმაცია გჭირდებათ? სიამოვნებით დაგეხმარებით.

A1–C2 დონეები

ჩვენი გერმანული ენის კურსები მორგებულია ენებისთვის დადგენილ საერთო ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) დონეებს.