Schnelleinstieg:
Direkt zum Inhalt springen (Alt 1)Direkt zur Sekundärnavigation springen (Alt 3)Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
Frau am Laptop© Getty Images

#გოეთესახლშირჩება
ზაფხულის კურსების შემოთავაზება

ისწავლეთ გერმანული დისტანციურად. იმისათვის, რომ დავიცვათ თქვენი ჯანმრთელობა, გერმანული ენის კურსები დისტანციურ ფორმატში რჩება. ჩაერთეთ ონლაინ შეხვედრებში თქვენს პედაგოგთან ერთად და ივარჯიშეთ გერმანულ სასწავლო პლატფორმაზე.
შეისწავლეთ გერმანული ენა ჩვენთან ონლაინ და ინტენსიურად.

ვადები და ფასები

დამოუკიდებელი მუშაობა

დისტანციური და შერეული ფორმატის კურსებზე გეძლევათ დამოუკიდებლად ავთენტური და მრავალფეროვანი მასალების დახმარებით სწავლის შესაძლებლობა. ონლაინ დავალებების შესასრულებლად გაქვთ მოქნილი გრაფიკი და გამოხმაურებას შესრულებულ დავალებებზე ავტომატურ რეჟიმში მიიღებთ.

ნებისმიერი ენობრივი დონისა და ენობრივი საჭიროებებისთვის.
 

ონლაინ შეხვედრები

ონლაინ შეხვედრები ინტერაქტიულია. მასში ჩართულები არიან როგორც თქვენი ჯგუფელები, ასევე კურსის ხელმძღვანელი. საბავშვო, მოზარდების, შერეული ფორმატისა და ექსტენსიურ კურსებზე ონლაინ შეხვედრები Zoom,-ის, ხოლო ონლაინ ჯგუფური კურსები Adobe Connect.-ის საშუალებით ჩატარდება. ონლაინ შეხვედრების დროს სწავლება ისევე მიმდინარეობს როგორც დასწრებულ კურსებზე. 
 

დახმარება

თქვენი კურსის ხელმძღვანელი პირველი შეხვედრისას მოგაწვდით ინფორმაციას საკონფერენციო ინსტრუმენტისა და პლატფორმის შესახებ. კურსის მსვლელობის დროს პედაგოგისგან სისტემატურად მიიღებთ ინდივიდუალურ ფიდბექს. შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ენის კურსების ბიუროს.
 


შერეული ფორმატის კურსი - ინტენსიური

აღნიშნული კურსი შედგება ორი კომპონენტისგან: 50% ონლაინ სესიები და 50% დამოუკიდებელი მუშაობა სასწავლო პლატფორმაზე.

შერეული ფორმატის კურსებს A1.1 - B1.2 საფეხურებზე გთავაზობთ. ის წარმოადგენს სინქრონული და ასინქრონული სწავლების საუკეთესო კომბინაციას, რაც დროისა და ადგილის მოქნილობასა და ინტერაქციას უზრუნველყოფს.
შერეული ფორმატის კურსებზე ონლაინ სესიები ვირტუალურ საკლასო ოთახში იმართება. ამისათვის გოეთეს ინსტიტუტი იყენებს Zoom-ის საკონფერენციო ინსტრუმენტს, რაც თქვენთვის დამატებით ხარჯს არ წარმოქმნის. თქვენი კურსის ხელმძღვანელი მოგაწვდით დასაწყისში შემოგტავაზებთ დეტალურ ინფორმაციას კურსის შესახებ.
შერეული ფორმატის კურსებზეც გოეთეს ინსტიტუტის კურსის პირობები ვრცელდება.
420 ლარი - გაიარე რეგისტრაცია კონსულტაცია

  შერეული ფორმატის კურსი
დაწყება და დამთავრება 27.07.2020 - 08.09.2020
ხანგრძლივობა და განრიგი 6 კვირა და 12 ონლაინ-შეხვედრა
საფეხურები A1.1 - B1.2
პრაქტიკული და მოქნილი

 
სასწავლო პლატფორმაზე დამოუკიდებლად მუშაობის მეტი წილი და მეტი დისტანციური შეხვედრა ონლაინ კურსებთან შედარებით.
სწავლა
 
სწავლა ჯგუფში, მეტი მოტივაცია და  დახმარება
უკუკავშირი
 
რეგულარული და ინდივიდუალური უკუკავშირი კურსის პედაგოგის მიერ.

კურსის პედაგოგი მოგაწვდით დამატებით მასალას საჭიროების შემთხვევაში
 
კურსის მონაწილე მაქსიმალური რაოდენობა 14
კურსის ჩატარების ადგილი და მსვლელობა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე
 
დაგეგმილი დასწრებული გაკვეთილები ერთსა და იმავე დროს (კვირაში ორჯერ) დისტანციურ საკლასო ოთახში Zoom-ის გამოყენებით გაიმართება. შეზღუდვების მოხსნისთანავე გაკვეთილები, ჩვეულ რეჟიმში, გოეთეს ინსტიტუტში ჩატარდება. სწავლების დისტანციური ფაზები ინსტიტუტის სასწავლო პლატფორმაზე წარიმართება.
 
Preis 420 GEL
420 ლარიდან - გაიარე რეგისტრაცია
შერეული ფორმატის კურსების 50 პროცენტი ავტონომიური სწავლის პრინციპით მიმდინარეობს.

თქვენ გექნებათ წვდომა ჩვენს სასწავლო პლატფორმაზე, სადაც შეგეძლებათ გაეცნოთ ჩვენი კურსის დისტანციური ფორმატის ნაწილს. დისტანციური ნაწილი მოიცავს მრავალფეროვან და საინტერესო დავალებებს, ფლეშ-ბარათებს, რაც ლექსიკის გავარჯიშებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, სასწავლო პლატფორმაზე განთავსებულია გრამატიკული სტრუქტურებისა და მნიშვნელოვანი ფრაზების შემაჯამებელი მასალა.

თქვენი პედაგოგი რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას კვირაში ორჯერ მიმდინარე კვირის დავალებების შესახებ, რომელთა შესრულებას მოცემული დროის განმავლობაში, თქვენთვის ხელსაყრელ დროს, შეძლებთ. აღნიშნული დავალებები მოგამზადებთ  ონლაინ შეხვედრებისთვის, რომელიც კვირაში ორჯერ შედგება. ონლაინ დავალებების უმეტესობა ინდივიდუალურად სრულდება, თუმცა არსებობს ინტერაქტიული დავალებები, რომლის ფარგლებშიც თქვენს ჯგუფელებთან ერთად მსჯელობთ სხვადასხვა თემებზე. ჯგუფური აქტივობები მოიცავს პატარა ტექსტებს, მაგალითად თქვენი ჰობის, ინტერესების ან მოსალოდნელი ღონისძიებების შესახებ. თქვენ ჩართული ხართ ასევე ჯგუფურ დისკუსიებში, რაც გულისხმობს მაგალითად, თქვენი თანაჯგუფელის ტექსტის შესახებ თქვენი პოზიციის კომენტარის სახით გამოხატვას.
 
შერეული ფორმატის კურსისთვის  საჭირო ყველა სასწავლო მასალა უფასოა და მათზე დისტანციური წვდომა გექნებათ.
 

ონლაინ ჯგუფური კურსი - სუპერინტენსიური

სუპერინტენსიური კურსი უფრო მოქნილია
 

ეს კურსი მათთვისაა, ვისაც ძალიან ინტენსიური და მოქნილი კურსის გავლა სურს. ამასთან თქვენ ჯგუფთან ერთად გიწევთ მუშაობა. აღნიშნულ კურსში თანაბრად ვარჯიშდება ოთხივე უნარ-ჩვევა (კითხვა, მოსმენა, წერა და ლაპარაკი), ხოლო ფონეტიკა კურსის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. დისტანციური ფორმატის კურსი გოეთეს ინსტიტუტის სასწავლო პლატფორმასა და ვირტუალურ საკლასო ოთახში ტარდება.

430 ლარი - გაიარე რეგისტრაცია კონსულტაცია

  ონლაინ ჯგუფური კურსი
დაწყება და დამთავრება 25.07.2020 - 07.09.2020
ხანგრძლივობა 6 კვირა (ორჯერ 3 კვირა)
კურსის საფეხურები A1 - B1 და C1* (პირველ ეტაპზე შეგიძლიათ ჯერ დონის პირველი საფეხური დაჟავშნოთ და იყიდოთ)
*ერთი დონე (A1, A2, B1 და C1) შედგება 2 ქვესაფეხურისაგან, თითო ქვესაფეხური მოიცავს 75 აკ. საათს. ჯერ დაჯავშნით და იყიდით დონის პირველ საფეხურს, შემდეგ მეორეს. 
პრაქტიკული და მოქნილი ჯამში 9 ონლაინ შეხვედრა, დამოუკიდებელი სწავლის მოქნილი ფაზები
სწავლა
 
სწავლა ჯგუფში, მეტი მოტივაცია და დახმარება
შეფასება
 
რეგულარული და ინდივიდუალური უკუკავშირი კურსის პედაგოგის მიერ.

კურსის პედაგოგი მოგაწვდით დამატებით მასალას საჭიროების შემთხვევაში
კურსის მონაწილე მაქსიმალური რაოდენობა 18
კურსის ჩატარების ადგილი და მსვლელობა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გოეთეს ინსტიტუტის სასწავლო პლატფორმა და დისტანციური საკლასო ოთახი Adobe Connect-ის გამოყენებით 
 
საფასური ორჯერ 430,- GEL (ჯამში 860,- GEL)

430 ლარი - გაიარე რეგისტრაცია
ჩვენი ონლაინ ჯგუფური კურსი მოქნილია, ის დისტანციური და დამოუკიდებელი სწავლების ფაზებს მოიცავს.

თქვენ გექნებათ წვდომა ჩვენს სასწავლო პლატფორმაზე, სადაც შეგეძლებათ გაეცნოთ ჩვენი კურსის დისტანციური ფორმატის ნაწილს. დისტანციური ნაწილი მოიცავს მრავალფეროვან და საინტერესო დავალებებს, ფლეშ-ბარათებს, რაც ლექსიკის გავარჯიშებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, სასწავლო პლატფორმაზე განთავსებულია გრამატიკული სტრუქტურებისა და მნიშვნელოვანი ფრაზების შემაჯამებელი მასალა.

თქვენი პედაგოგი რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას მიმდინარე კვირის დავალებების შესახებ, რომელთა შესრულებას .კვირის განმავლობაში, თქვენთვის ხელსაყრელ დროს, შეძლებთ. აღნიშნული დავალებები მოგამზადებთ ყოველკვირეული ონლაინ შეხვედრებისთვის. ონლაინ დავალებების უმეტესობა ინდივიდუალურად სრულდება, თუმცა არსებობს ინტერაქტიული დავალებები, რომლის ფარგლებშიც თქვენს ჯგუფელებთან ერთად მსჯელობთ სხვადასხვა თემებზე. ჯგუფური აქტივობები მოიცავს პატარა ტექსტებს, მაგალითად თქვენი ჰობის, ინტერესების ან მოსალოდნელი ღონისძიებების შესახებ. თქვენ ჩართული ხართ ასევე ჯგუფურ დისკუსიებში, რაც გულისხმობს მაგალითად, თქვენი თანაჯგუფელის ტექსტის შესახებ თქვენი პოზიციის კომენტარის სახით გამოხატვას.
ონლაინ ჯგუფური კურსისთვის საჭირო ყველა სასწავლო მასალა არის უფასო და მათზე წვდომა დისტანციურად გექნებათ.
 
კურსის მონაწილეს უნდა ჰქონდეს წვდომა Mac, iPad, Tablet, პერსონალურ კომპიუტერზე ან ლეპტოპზე.
მას უნდა ჰქონდეს მიკროფონიანი ყურსასმენი მოწყობილობა.
აუციელებელია სტაბილური ინტერნეტ კავშირი (WLAN-ი საკმარისი სიხშირით) ონლაინ სესიებისთვის.
აქ შეგიძლიოთ შეამოწმოთ თქვენი ინტერნეტის სიმძლავრე:
სწრაფი ტესტი ონლაინ გერმანულისთვის 
 

ინტენსიური კურსი

ჩვენი შეთავაზება  B2.1 და B2.2 საფეხურებისთვის.

ჩვენი ინტენსიური კურსი B2.1-საფეხურზე გაძლევთ შესაძლებლობას, შეისწავლოთ გერმანული ენა ჯგუფში. ჯგუფელებთან შეხვედრა სასწავლო პლატფორმა Zoom-ის დახმარებით ხდება და თქვენ მათთან ერთად ვარჯიშობთ შემდეგ ენობრივ უნარ-ჩვევებზე: კითხვა, მოსმენა, წერა და ლაპარაკი. ჯგუფური სამუშაოები და პრეზენტაციები გაკვეთილის შემადგენელი ნაწილია, ისე, როგორც დასწრებულ კურსზე.

ინტენსიური B2.2-საფეხურის კურსზე ინტენგრირებულია TestDaF-გამოცდის სპეციალური სავარჯიშო დავალებები. 

470 ლარი - გაიარე რეგისტრაცია კონსულტაცია

  ექსტენსიური კურსი
დაწყება და დამთავრება 27.07.2020 - 10.09.2020
კურსის მსვლელობა და განრიგი 6,5 კვირა
კურსის საფეხურები B2.1 და B2.2
კურსის ინტენსივობა სამჯერ კვირაში, თითო მეცადინეობა ოთხი აკადემიური საათი
სწავლა სწავლა ჯგუფში, მეტი მოტივაცია და დახმარება
შეფასება რეგულარული და ინდივიდუალური უკუკავშირი პედაგოგის მიერ.
პედაგოგი საჭიროებისდა მიხედვით მოგაწვდით დამატებით მასალას.
კურსის მონაწილე მაქსიმალური რაოდენობა 14
კურსის ჩატარების ადგილი და მსვლელობა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე
 
დაგეგმილი დასწრებითი ფაზები ტარდება (კვირაში სამჯერ) დადგენილ დროებში დისტანციურ საკლასო ოთახში, პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით. შეზღუდვების მოხსსნისთანავე გაკვეთილები ჩვეულ რეჟიმში, გოეთეს ინსტიტუტში ჩატარდება.
საფასური 470 ლარი (B2.1; B2.2)

470 ლარი - გაიარე რეგისტრაცია
აღნიშნული კურსების დისტანციური ფორმატი ორიენტირებულია ჩვენს დასწრებით კურსებზე. თქვენ კვლავ აგრძელებთ ოთხივე უნარ-ჩვევის გავარჯიშებას ჯგუფელებთან და პედაგოგთან ერთად. თუმცა, ეს არ ხდება რეალურ საკლასო ოთახში, არამედ დისტანციურად, საკონფერენციო ინსტრუმენტის Zoom-ის გამოყენებით და მიმდინარეობს ინტერაქტიულ ფორმატში. ონლაინ შეხვედრები მიმდინარეობს თქვენთვის ჩვეულ დღეებსა და საათებში სახლიდან გაუსვლელად. 
 
კურსისთვის საჭირო ყველა მასალა არის უფასო და მათზე წვდომა დისტანციურად გექნებათ.
 

ხშირად დასმული კითხვები


ისწავლეთ, იკითხეთ და მოიპოვეთ ინფორამცია ონლაინ

შინ მოყურყუტე

გააგრძელეთ გერმანული ენის შესწავლა სახლიდან გაუსვლელად. ამაში დაგეხმარებათ გოეთეს ინსტიტუტის რეკომენდაციები ციფრული სწავლისთვის, ინტერაქციული სავარჯიშოები და თამაშები.

გამოცდებისთვის მომზადება ონლაინ

ისარგებლეთ ჩვენი უფასო შემოთავაზებებით და ეწვიეთ გოეთეს სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მოსამზადებელ მასალებს მოსმენის, კითხვის, საუბრისა და წერის უნარების გასაუმჯობესებლად.

გერმანული შენთვის

პლატფორმაზე "გერმანული შენთვის" იპოვით გერმანული ენის უფასო სავარჯიშოებს. ამასთან ერთად  ფორუმში შეძლებთ სხვა მომხმარებლებთან გამოცდილების გაზიარებას .