Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)

გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები

eine Frau am Whiteboard© Goethe-Institut
  • A2-C1 გამოცდები
  • გამოსადეგი სავარჯიშოები
  • ოპტიმალური მომზადება

ამ კურსებზე თქვენ გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოემზადებით. თქვენ გაეცნობით  წერითი და ზეპირი გამოცდის შემადგენელ ნაწილებს და ივარჯიშებთ ავთენტური საგამოცდო მასალებით. თქვენ ასევე გაეცნობით  სხვადასხვა სპეციფიურ ხერხებს, რომელთა ფლობაც გაგიადვილებთ გამოცდასთან გამკლავებას.

ჩვენი კურსები მოიცავს A1-C2 დონეებს, კურსის მონაწილეთა ასაკი 16+

Illustration: Prüfungsvorbereitung

გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები A1-C2

ეს კურსები გერმანული ენის A1-C2  დონის შემსწავლელებს აძლევს გოეთეს სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მომზადების  საშუალებას
 

გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები

Illustration: Goethe-Zertifikat A1

გამოცდისათვის Start Deutsch A1 მოსამზადებელი კურსი

თქვენ გსურთ გააკეთოთ A1 კურსი და კურსის დამთავრებისთანავე გოეთს ინსტიტუტში ჩააბაროთ გოეთეს  სასერტიფიკატო გამოცდა?
 
Illustration: Goethe-Zertifikat B1

B1 დონის გამოცდისთვის მოსამზადებელი ონლაინ კურსი

ეს კურსი შესაძლებლობას გაძლევთ ეფექტურად მოემზადოთ გოეთეს B1 დონის  სასერტიფიკატო გამოცდისთვის. ის განკუთვნილია გერმანული ენის მასწავლებლებისთვის, რომლებიც ფლობენ ენას B1 დონეზე.
ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი

შეამოწმეთ თქვენი გერმანული
თუ თქვენ უკვე გაქვთ გერმანული ენის გარკვეული ცოდნა გთავაზობთ ენის ცოდნის განმსაზღვრელ ტესტს. მისი საშუალებით გაიგებთ თუ რა დონეზე ფლობთ ენას. ჩვენ თქვენთან ერთად განვსაზღვრავთ სწავლის მიზანს და შეგირჩევთ შესაფერის კურსს. ყოველგვარი ენის ცოდნის გარეშე ავტომატურად დაიწყებთ A1 საფეხურიდან.

ენის დონის განმსაზღვრელი ონლაინ ტესტის დაჯავშნა

ჩვენ გთავაზობთ C1 დონის კურსებს TestDaF-ის გამოცდისთვის, ასაკი 16+

C1.2 + TestDaF - გამოცდისთვის მომზადება

თქვენ გსურთ გაიაროთ C1 კურსი და კურსის ბოლოს ჩააბაროთ Test DaF-ის გამოცდა?

C1.1/C1.2 + TestDaF - გამოცდისთვის მომზადება

თქვენ გსურთ გაიაროთ C1 კურსი და კურსის ბოლოს ჩააბაროთ Test DaF-ის გამოცდა?


B1 და B2 დონის გამოცდები დიგიტალურ ფორმატში
დიგიტალური გამოცდები ტარდება საგამოცდო ცენტრში ინსტიტუტის ლეპტოპებით, რომლებიც აღჭურვილია გერმანული კლავიატურით. ლეპტოპებზე ტარდება გამოცდის ყველა მოდული - კითხვა, წერა და მოსმენა (ყურსასმენებით). მოდული „ლაპარაკი“ ტარდება გოეთეს ინსტიტუტის გამოცდილ გამომცდელებთან ერთად.

მიიღე ინფორმაცია!

კიდევ გაქვთ შეკითხვები? +995 32 2938945 ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას: deutschkurse-tbilissi@goethe.de