ონლაინ, კომბინირებული და დასწრებული სწავლების კურსები

Goethe-Institut Blended Learning Foto: Goethe-Institut/Sonja Tobias

მეტი მოქნილობა

დაინტერესებული ხართ გერმანულის შესწავლით და სიამოვნებით მუშაობთ ინტერნეტში? ჩვენი ინსტიტუტი გთავაზობთ თქვენთვის შესაფერის კომბინირებულ კურსებს.

ვადები და ფასები

კომბინირებული ექსტენსიური კურსები

12,5 კვირა
კვირაში ორჯერ, დღეში 3 აკადემიური საათი და
1 აკადემიური საათი ონლაინ მუშაობა

რა არის კომბინირებული კურსი?

სწავლების ეს ახალი ფორმა წარმატებულად აერთიანებს დასწრებულ მეცადინეობასა და სწავლების ონლაინ ფაზებს.
  • დასწრებული მეცადინეობა: ჯგუფური გაკვეთილი გოეთეს ინსტიტუტის მაღალკვალიფიციურ პედაგოგთან ერთად
  • სწავლების ონლაინ ფაზა: ჯგუფური სწავლა ვირტუალურ საკლასო ოთახში პლატფორმა Moodle–ზე
  • სტუდენტი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ინდივიდუალურად ირჩევს ონლაინ გაკვეთილების დამუშავების დროსა და ტემპს
  • პედაგოგი ონლაინ რეჟიმში ინდივიდუალურად სცემს პასუხს სტუდენტის კითხვებს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით კონსულტაციას უწევს მას

რა უპირატესობა გაქვთ თქვენ?

  • სწავლების თანამედროვე მეთოდები
  • დროისა და ადგილისგან დამოუკიდებლად ცოდნის გაღრმავების საშუალება
  • ინდივიდუალური და ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია ტუტორთან
  • სტუდენტებთან ურთიერთობის საშუალება დასწრებული გაკვეთილის გარეთ

რა სიახლეებია ვირტუალურ "საკლასო ოთახში"?

ინტერაქტიული გაკვეთილი (ფორუმი, ვიკი, ჩეთი, ვიდეო და აუდიო მონაცემთა ბაზა, ლექსიკონი, კენჭისყრა, თვით და ურთიერთშეფასება, უახლესი ონლაინ სავარჯიშოები, ონლაინ ტესტები)

რა მოთხოვნებია კომბინირებულ კურსებზე?

ინტერნეტი, ელექტრონული ფოსტა