Goethe-Zertifikat B1

Goethe-Zertifikat B1 Foto: Getty Images/DexImage

თქვენ გსურთ ...

  • გერმანიაში საუნივერსიტეტო კოლეჯში (Studienkolleg) სწავლა
  • გერმანიაში ცხოვრება და მუშაობა
  • B1-ის სასწავლო დონის წარმატებული დასრულების დამადასტურებელი საბუთის მიღება
  • ოფიციალური და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მოპოვება

Goethe-Zertifikat B1 არის გერმანული ენის  გამოცდა მოზარდთა და მოზრდილთათვის. ის ადასტურებს გერმანული ენის დამოუკიდებელი გამოყენების უნარს და შეესაბამება საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის  მესამე (B1) საფეხურს.

გამოცდის ვადები

გამოცდის დღეები რეგისტრაციის დღეები ადგილი
20.-23.07.2017: წერითი გამოცდა
20.-23.07.2017: ზეპირი გამოცდა
03.07-07.07.2017 (10:00 - 16:00 საათი) გოეთეს ინსტიტუტი
19.07.2017 (Goethe-Zertifikat B1j) 03.07-07.07.2017 (10:00 - 16:00 საათი) გოეთეს ინსტიტუტი

მოდულების გადაბარება

გამოცდის დღეები რეგისტრაციის დღეები ადგილი
20.06.2017 (Goethe-Zertifikat B1) მოდულების გადაბარება 07.06. - 08.06.2017 (10:00 - 16:00 საათი) გოეთეს ინსტიტუტი
20.06.2017 (Goethe-Zertifikat B1j)
მოდულების გადაბარება
07.06. - 08.06.2017 (10:00 - 16:00 საათი) გოეთეს ინსტიტუტი

ამ გამოცდის ჩაბარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ...

  • მარტივი სტანდარტული ენის გამოყენებისა და ნაცნობ საგნებზე, სამუშაოს, სკოლის, დასვენებისა და ა. შ. სფეროებიდან მთავარი საკითხების გაგების უნარი შეგწევთ.
  • გერმანულენოვან ქვეყნებში მოგზაურობისას წარმოშობილი ენობრივი სიტუაციების უმრავლესობასთან გამკლავება შეგიძლიათ.
  •  ნაცნობ თემებსა და პიროვნულ ინტერესებზე მარტივად და თანმიმდევრულად საუბრობთ.
  • შეგიძლიათ გამოცდილებებისა და მოვლენების გადმოცემა, ოცნებების, იმედებისა და მიზნების აღწერა და გეგმებისა და შეხედულებების  მოკლე არგუმენტაცია ან ახსნა.

წინაპირობები

  • Goethe-Zertifikat B1 მოზარდთა სერტიფიკატისთვის რეკომენდირებული ასაკი 12 წლიდან იწყება.
  • Goethe-Zertifikat B1 მოზრდილთა სერტიფიკატისთვის რეკომენდირებული ასაკი 16 წლიდან იწყება.
  • Goethe-Zertifikat B1 სერტიფიკატი ითვალისწინებს გერმანული ენის  ცოდნას, რომელიც საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) მესამე (B1) საფეხურს შეესაბამება.
  • ამ საფეხურის მისაღწევად - წინასწარი ცოდნისა და სასწავლო შესაძლებლობების მიხედვით - საჭიროა 350-დან 650-მდე 45-წუთიანი აკადემიური საათის გავლა.