Goethe-Zertifikat B2

Goethe-Zertifikat B2 Foto: Goethe-Institut/Sonja Tobias

თქვენ გსურთ ...

  • გერმანიაში საუნივერსიტეტო კოლეჯში (Studienkolleg) სწავლა
  • სამუშაოსთვის გერმანული ენის გაღრმავებული ცოდნის დამამტკიცებელი საბუთის მიღება
  • სამედიცინო სფეროში მუშაობისთვის მომზადება
  • B2-ის სასწავლო დონის წარმატებული დასრულების დამადასტურებელი საბუთის მიღება
  • ოფიციალური და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მოპოვება

Goethe-Zertifikat B2 არის გერმანული ენის გამოცდა მოზრდილთათვის. ის ადასტურებს გერმანული ენის გაღრმავებულ ცოდნას და საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის მეოთხე (B 2) საფეხურს შეესაბამება.

გამოცდის ვადები

გამოცდის დღეები რეგისტრაციის დღეები ადგილი
18.12.2017: schriftliche Prüfung
19.12.2017: mündliche Prüfung
24.11.-29.11.2017 (10:00 Uhr -16:00 Uhr) გოეთეს ინსტიტუტი

ამ გამოცდის ჩაბარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ...

  • კონკრეტულ და აბსტრაქტულ თემებზე შექმნილი კომპლექსური ტექსტების მთავარი აზრის წვდომისა და საკუთარ პროფესიულ სფეროში საგნობრივი დისკუსიების გაგების უნარი შეგწევთ.
  • კონტაქტში სპონტანურად და თავისუფლად შედიხართ, ისე რომ გერმანულენოვან მოსაუბრესთან დიალოგი ორმხრივად დიდი ძალისხმევის გარეშე წარიმართება.
  • შეგიძლიათ თემების ფართო სპექტრის შესახებ გასაგებად და დეტალურად საუბარი, აქტუალურ საკითხზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა და სხვადასხვა შესაძლებლობების პრიორიტეტებისა და ნაკლოვანაბათა განმარტება.

წინაპირობები

  • Goethe-Zertifikat B2  სერტიფიკატისთვის რეკომენდირებული ასაკი 16 წლიდან იწყება.
  • Goethe-Zertifikat B2 სერტიფიკატი ითვალისწინებს გერმანული ენის  ცოდნას, რომელიც საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER)  B2 საფეხურს შეესაბამება.
  • ამ საფეხურის მისაღწევად - წინასწარი ცოდნისა და სასწავლო შესაძლებლობების მიხედვით - საჭიროა 600-დან  800-მდე 45-წუთიანი აკადემიური საათის გავლა.