Goethe-Zertifikat B2 digital

Goethe-Zertifikat B2 ხდება ციფრული

2019 წლის დეკემბრიდან საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი პირველად გთავაზობთ ენის გამოცდას ციფრული ფორმატითაც.

რადგან: გერმანული ენის გამოცდა ციფრულ ფორმატში არის:

  • ეფექტური ფუნქციების საშუალებით მომხმარებელზე ორიენტირებული. მაგალითისთვის ის აჩვენებს გამოცდის დარჩენილ დროსა და  შესასრულებელ დავალებებს. გამოცდის მონაწილეს შეუძლია შეცვალოს შრიფტის ზომა.  
  • მოქნილია გამოცდის მიმდინარეობის დროს
  • ზოგავს რესურსებს და არის მდგრადი.
ციფრული გამოცდები B2-ის დონისთვის ტარდება საგამოცდო ცენტრში ლეპტოპებზე, გერმანული ტასტატურით. გამოცდის მონაწილეები ლეპტოპის მეშვეობით აბარებენ მოდულებს: კითხვა, წერა და მოსმენა ( ყურსასმენებით). მოდული ლაპარაკი კი კვლავ გოეთეს ინსტიტუტის გამოცდილ და კვალიფიციურ სპეცილისტებთან ბარდება.

ასე ხდება ციფრულად:

Goethe-Zertifikat B2 Digital
 
 

უბრალოდ სცადეთ: ციფრული Goethe-Zertifikat B2

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტს.